название

"დღეს სოფელში ცხოვრება ყველაზე დიდი გამართლებაა 21-ე საუკუნის ადამიანისთვის" - ოტია იოსელიანის შვილიშვილის ოჯახი, რომელიც ბაბუის სახლში დაფუძნდა და დიდ მეურნეობას უძღვება

"დღეს სოფელში ცხოვრება ყველაზე დიდი გამართლებაა 21-ე საუკუნის ადამიანისთვის" - ოტია იოსელიანის შვილიშვილის ოჯახი, რომელიც ბაბუის სახლში დაფუძნდა და დიდ მეურნეობას უძღვება
დღის ამბები 14.01.2022 3 169

უკვე რამდენიმე წელია წყალტუბოში დიდი ქართველი მწერლის, ოტია იოსელიანის კარ-მიდამოში, მისი შვილიშვილი, უმცროსი ოტია იოსელიანი დამკვიდრდა. ოტიამ და მისმა მეუღლემ, ნუცა ცისკარიშვილმა სოფლის მეურნეობას მიჰყვეს ხელი და ახლა სახლ-მუზეუმში მისულ სტუმრებს ტრადიციული ტექნოლოგიებით მიღებული, ბიო პროდუქტებით უმასპინძლდებიან. უფრო დეტალურად, თუ რას საქმიანობს წყვილი, ამის შესახებ ნუცა მოგვიყვება.

- როდის გაიცანით ერთმანეთი თქვენ და ოტიამ?
- ოტია გავიცანი 2018 წლის შემოდგომაზე. წყალტუბოში ჩავატარეთ ფესტივალი, რომლის ერთ-ერთი ორგანიზატორიც ვიყავი. მეორე დღეს წამოვედით ოტია იოსელიანის სახლ-მუზეუმის დასათვალიერებლად, სადაც უფრო ახლოს გავიცანით ერთმანეთი. თურმე 

მაშინვე იფიქრა, რომ მე ვიყავი ის ადამიანი, ვისთან ერთადაც მთელი ცხოვრება უნდა გაეტარებინა. შემდეგ დამიახლოვდა. ძალიან მალე, დაახლოებით ორ თვეში მთხოვა ხელი და ვიქორწინეთ.

- შეუღლების შემდეგ დასახლდით წყალტუბოში, თუ გარკვეული პერიოდის შემდეგ გადახვედით საცხოვრებლად?
- როცა დავოჯახდით, უნივერსიტეტი უკვე დამთავრებული მქონდა, მაგრამ კოლეჯში ვსწავლობდი. ამიტომ გარკვეული პერიოდი თბილისში მოგვიწია ცხოვრება. შემდეგ დედაქალაქში ჩემი სამსახურების ამბები დავალაგე ისე, რომ შემეძლო დისტანციურად მუშაობა და დაახლოებით 7-8 თვეში გადავედით წყალტუბოში საცხოვრებად.
სანამ პანდემია დაიწყებოდა, ის ზაფხული ოტიასთან ერთად დავდიოდი სხვადასხვა რეგიონში. როგორც იცით, ხრიდოლი არის ქართული საბრძოლო ხელოვნება. ამ სფეროში დღემდე აქტიურად ვარ ჩართული, ოღონდ ახლა ადმინისტრაციულ საკითხებს ვაგვარებ.


- ფეისბუქზე გაქვთ ბლოგი. ძალიან აქტიური ხართ სოციალურ ქსელში და ხშირად გაქვთ პირდაპირი ჩართვები. როგორ ახერხებთ, რომ ასეთი დატვირთული სამუშაო გრაფიკის მიუხედავათ მაინც გრჩებათ ამისთვის დრო?
- დღევანდელ ცხვრებაში ყველაზე რთულია მენეჯმენტი. თუმცა, თუ ყველაფერს სწორად გავანაწილებთ და დროს ნაყოფიერად, ხარისხიანად გამოვიყენებთ, ყველაფერს მოვასწრებთ. ჩემთვის სირთულე არის ის, რომ ვაკეთებ საქმეს და პარალელურად ეს უნდა გადავიღო, რაც ერთმანეთთან თანხვედრაში ვერ მოდის. ვიდეოს მონტაჟს ვერ ვახერხებ, ამიტომ ვრთავ პირდაპირ ეთერს. ჩემი მეუღლე და მამამთილი წინააღმდეგი არიან ამ ვიდეოების. თუმცა, მინდა ადამიანებს დავანახო, რომ მხოლოდ თბილისში და დიდ ქალაქებში არ ჩქეფს სიცოცხლე. მინდა მიხვდნენ, რომ სოფელშიც შესაძლებელია ნაყოფიერად გამოიყენო ეს პერიოდი. ძალიან სწრაფად გადის დრო და ფუჭად არ უნდა დავკარგოთ. - როგორც ვიცი სახლ-მუზეუმში ცხოვრობთ. მოგვიყევით სახლის შესახებ...
- ოტია იოსელიანის სახლ-მუზეუმი აშენდა 1985 წელს, თავად მწერლის მიერ. ოტია 2011 წელს გარდაიცვალა და სახლი 2014 წელს გადაკეთდა სახლ-მუზეუმად. სახლ-მუზეუმში ყველაფერი ისე არის მოწყობილი, როგორც მწერლის სიცოცხლეში იყო. თუმცა არის მარანი, ჩვენი ხელით შექმნილი, და ამ ეტაპზე მარნის ტერიტორიას ვაკეთებთ, ჩენი ხელით მოვაწყეთ და გარკვეულ დეტალებს კიდევ ვამატებთ. საკმაოდ ბევრი საქმე გვაქვს და მაქსიმალურად ვცდილობთ გავალამაზოთ აქაურობა.
ჩვენი მეურნეობა - „ოტიას ეზო“ შემთხვევით არ ატარებს ამ სახელს. როგორც საყოველთაოდ ცნობილია, ოტია იოსელიანი სოფლის მეურნეობის შესანიშნავი მცოდნე და მოამაგე იყო. ჩვენც ამ გზას მივყვებით.
დღეს ამ სახლში მე, ჩემი მეუღლე, დედამთილი და მამამთილი ვცხოვრობთ. ჩემი მამამთილი დაჩი, არის ოტია იოსელიანის უმცროსი ვაჟი. მწერლის გარდაცვალების შემდეგ მას ერთი დღეც არ დაუტოვებია სახლი. მანამდეც, მოგეხსენებათ, ოტია იოსელიანი მძიმე სენს ებრძოდა და მისი ვაჟი ერთი დღეც არ მოშორებია მამას. - გარდა იმისა, რომ მეღვინეობის ტრადიცია გააგრძელეთ, სხვას რას საქმიანობთ?
- დავიწყეთ მეფუტკრეობა. ამ ეტაპზე ბევრი სკა არ გვაქვს, მაგრამ მთავარია დავიწყეთ და ვეცნობით ამ კულტურას. გარდა ამისა, ვაწარმოებთ სახლში მოხარშულ ლუდს, რომელსაც ვფიქრობ, რომ საქართველოში დიდი პერსპექტივა აქვს და მომავალში გაფართოებასაც ვგეგმავთ. შესაძლოა იმაზე ძველიც იყოს ლუდის ხარშვის ტრადიცია საქართველოში, ვიდრე ღვინის ტრადიცია, რადგან ქერი უფრო ადრე მოჰყავდათ საქართველოში, ვიდრე ყურძენი. მთაში დღემდე შემორჩენილია ლუდის ხარშვის ტრადიცია, უბრალოდ ნედლეულია ამ ეტაპზე განსხვავებული. რადგან გლეხი აღარ ეწევა ქერის მოყვანას და გადასულია საფუარზე, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანია, რომ ქერი დაბრუნდეს ქართულ რეალობაში და მოიხარშოს ქართული ლუდი, ძველი ტრადიციული მეთოდით, ჩვენთან მოყვანილი ქერით და დამზადებული ალაოთი. გარდა ამისა ვამუშავებთ მიწას, მოგვყავს ბოსტნეული, მწვანილი. შესაძლოა ეს მარტივია სოფლად გაზრდილი ადამიანისთვის, მაგრამ ჩვენ ახლა ვსწავლობთ ამ ყველაფერს. ჩემთვის ჩითილის გამოყვანა იყო ყველაზე დიდი გამოწვევა და სიხარული, როცა ეს გამომივიდა. ის მოსავალი, რაც პირველად ავიღეთ, ვერ შევჭამე, ძალიან მენანებოდა. ვერ ვეგუებოდი ჩემი გაზრდილი წიწილის დაკვლას, ვერც იმ პირველ კვერცხს ვჭამდი, რომელიც ჩემმა გაზრდილმა ქათმებმა დადეს... ძალიან სათუთი იყო ეს თემა ჩემთვის, თუმცა რა თქმა უნდა ამ ყველაფერს ეჩვევი ადამიანი და ხვდები, ამას იმისთვის აკეთებ, რომ საკუთარი თავი და ოჯახი გამოკვებო ჯანსაღი საკვებით. ამ ყველაფერს ფასი განსაკუთრებით პანდემიის დროს დაედო. ახლა უკვე ვიღებთ სტუმრებსაც და მათ ტრადიციული ტექნოლოგიებით მიღებულ სოფლის მეურნეობის სხვადასხვა მაღალხარისხოვან პროდუქტს ვთავაზობთ, რომელიც მოყვანილი და დამზადებულია დიდი მწერლის, ოტია იოსელიანის ოჯახურ მეურნეობაში


მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს

"სამუშაოდან რომ გამოვედი, ფრჩხილებს დავხედე და საკუთარი თავი შემეცოდაო" - რა ისტორიებს ჰყვება ამერაკაში მცხოვრები ქართველი "სამუშაოდან რომ გამოვედი,
ქალები საქართველოდან"ფარგლებში გამოქვეყნდა ბელა მაღლაფერიძის ისტორია, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: ბელა მაღლაფერიძე, ნიუ იორკი, 34 წლის
"მანამ ვერ დავიჯერე რომ მღალატობდნენ, ვიდრე ჩემი ქმარი ჩემ დაქალთან ერთად ქვეყნიდან არ გაიქცა" "მანამ ვერ დავიჯერე რომ
"მანამ ვერ დავიჯერე რომ მღალატობდნენ, ვიდრე ჩემი ქმარი ჩემ დაქალთან ერთად ქვეყნიდან არ გაიქცა"
"მანამ ვერ დავიჯერე რომ მღალატობდნენ, ვიდრე ჩემი ქმარი ჩემ დაქალთან ერთად ქვეყნიდან არ გაიქცა" "მანამ ვერ დავიჯერე რომ
"მანამ ვერ დავიჯერე რომ მღალატობდნენ, ვიდრე ჩემი ქმარი ჩემ დაქალთან ერთად ქვეყნიდან არ გაიქცა"
"ქმარი არც კი მეკითხება, რატომ არ ავმდგარვარ 5 დღეა საწოლიდან... შვილებსაც აღარ ვაქცევ ყურადღებას, საძილე აბებს ვსვამ და ვითიშები..." - როცა ქალი ქმარს განქორწინებისთვის ვერ იმეტებს და შვილები ზარალდებიან "ქმარი არც კი მეკითხება, რატომ არ
დაზუსტებით ვერ ვიტყვით, როდის გაჩნდა აზარტული თამაშები, თუმცა ითვლება, რომ ისინი სხვადასხვა ფორმით ადამიანის არსებობის ყველა ეტაპზე არსებობდა.
"ქმარი არც კი მეკითხება, რატომ არ ავმდგარვარ 5 დღეა საწოლიდან... შვილებსაც აღარ ვაქცევ ყურადღებას, საძილე აბებს ვსვამ და ვითიშები..." - როცა ქალი ქმარს განქორწინებისთვის ვერ იმეტებს და შვილები ზარალდებიან "ქმარი არც კი მეკითხება, რატომ არ
დაზუსტებით ვერ ვიტყვით, როდის გაჩნდა აზარტული თამაშები, თუმცა ითვლება, რომ ისინი სხვადასხვა ფორმით ადამიანის არსებობის ყველა ეტაპზე არსებობდა.
“დაბრუნება არ გვიწერია, ჩვენ საქართველომ უკვე დაგვკარგა…” – ნახეთ რას ამბობს ემიგრაციიდან სამშვილიანი დედა “დაბრუნება არ გვიწერია, ჩვენ
“დაბრუნება არ გვიწერია, ჩვენ საქართველომ უკვე დაგვკარგა…” – ნახეთ რას ამბობს ემიგრაციიდან სამშვილიანი დედა
Прокомментировать
reload, if the code cannot be seen