название

„კვლევებმა აჩვენა, რომ ომეგა-3 -ის ცხიმოვანი მჟავები ხელს უშლის ვირუსის ინფექციის გაღრმავებას,“ - ლევან რატიანი

„კვლევებმა აჩვენა, რომ ომეგა-3 -ის ცხიმოვანი მჟავები ხელს უშლის ვირუსის ინფექციის გაღრმავებას,“ - ლევან რატიანი
დღის ამბები 14.01.2022 5 293

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა ომეგა-3-ის ცხიმოვანი მჟავების კოვიდ-19-ის დაავადებაზე ზემოქმედების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ომეგა-3 კარგი საშუალებაა კოვიდ-19-ის ინფექციის გაღრმავების პრევენციისთვის:

„კვლევებმა აჩვენა, რომ ​ომეგა-3-ში შემავალი ცხიმოვანი მჟავები ხელს უშლის კოვიდ-19-ის ინფექციის გაღრმავებას. მე თვითონაც რამოდენიმე ხანია ვხმარობ ამ პრეპარატს პაციენტებთან, რომლებიც განსაკუთრებით დატვირთულები არიან გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ კოვიდის შემდგომ პროცესში. პრეპარატმა ნამდვილად გამოავლინა დადებითი ეფექტი.“

​ლევან რატიანმა გახანგრძლივებული კოვიდის სიმპტომებიც დაასახელა:

„უკვე რამოდენიმე თვეა შემოიღეს გახანგრძლივებული კოვიდის ცნება. ეს ცნება მოიცავს სხვადასხვა პოსტ-კოვიდურ გართულებებს. კოვიდინფიცირებულთა 80 %-ში გვხვდება გახანგრძლივებული კოვიდი. გახანგრძლივებული კოვიდის სიმპტომებია: საერთო სისუსტე, დაღლილობა, ძილის დარღვევა, ყნოსვის და გემოს დაქვეითება, სახსრების ტკივილი, ქოშინი, კოგნიტური დარღვევები, დეპრესია.“

„რატომ უტოლდება ომეგა-3 ანტიდეპრესანტს? კოვიდ-19-ის დაავადებას ახასიათებს ჟანგბადის შემცველობის დაქვეითება სისხლში. სწორედ ამიტომ ​ვითარდება დეპრესიის კლინიკური გამოვლინებები. დეპრესიის კლინიკური გამოვლინების ჯაჭვი ომეგა 3-მა, როგორც ანტიოქსიდანტმა, შესაძლოა, შეწყვიტოს,“ - აღნიშნულ საკითხებზე ლევან რატიანმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „ექიმები“ ისაუბრა.


მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს

„კვლევებმა აჩვენა, რომ ომეგა-3 -ის ცხიმოვანი მჟავები ხელს უშლის ვირუსის ინფექციის გაღრმავებას,“ - ლევან რატიანი „კვლევებმა აჩვენა, რომ ომეგა-3 -ის
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა ომეგა-3-ის ცხიმოვანი მჟავების კოვიდ-19-ის დაავადებაზე ზემოქმედების შესახებ ისაუბრა და
თავის ტკივილის 3 ყველაზე გავრცელებული მიზეზი და მათი გამკლავების წესები- გიორგი ღოღობერიძის რჩევები თავის ტკივილის 3 ყველაზე გავრცელებული
​ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ თავის ტკივილის ყველაზე გავრცელებულ მიზეზებზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ადამიანებს თავი ყველაზე ხშირად დაძაბვის გამო
9 პროდუქტი, რომლებიც დეპრესიას მედიკამენტებზე უკეთ უმკლავდებიან 9 პროდუქტი, რომლებიც დეპრესიას
ხშირად ადამიანები ფიზიკურ და ფსიქიკურ დაავადებებზე ისე საუბრობენ, თითქოსდა ეს ორი სრულად განსხვავებული რამ იყოს, მაგრამ სიმართლე ისაა, რომ მათ შორის
„როდესაც ადამიანი ხვრინავს, მას მეტი რისკი აქვს დაემართოს მიოკარდიუმის ინფარქტი და იშემიური ინსულტი,“ - გიორგი ღოღობერიძე „როდესაც ადამიანი ხვრინავს, მას მეტი
ხვრინვის გამომწვევ მიზეზებსა და აღნიშნულ პრობლემასთან გამკლავების გზებზე ისაუბრა. მან ხვრინვის გამომწვევი რამდენიმე მიზეზი დაასახელა: „ხვრინვას
,,პატარა ეშმაკობას გასწავლით, როგორ უნდა განასხვაოთ კოვიდი და გაციება ერთმანეთისგან'' ,,პატარა ეშმაკობას გასწავლით, როგორ
გრიპი, გაციება თუ კოვიდი? როგორ განვასხვავოთ და როგორ ვუმკურნალოთ? - აღნიშნულ თემაზე ექიმი გიორგი ღოღობერიძე საუბრობს. მისი თქმით, ტესტის გაკეთებას
მოზარდის კვების რაციონი იმუნიტეტის გასაძლიერებლად და თავის ტვინის აქტივობის გასაუმჯობესებლად - გიორგი ღოღობერიძის რჩევები მოზარდის კვების რაციონი იმუნიტეტის
ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“- ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ მოზარდების კვების რაციონსა და დღის რეჟიმზე ისაუბრა.
Прокомментировать
reload, if the code cannot be seen