название

«უკვდავების» ელექსირი – ნატურალური ვიტამინები იმუნიტეტის გასაძლიერებლად

«უკვდავების» ელექსირი – ნატურალური ვიტამინები იმუნიტეტის გასაძლიერებლად
ჯანმრთელობა 14.11.2021 389

ვიტამინების ამ ნაზავს «უკვდავების» ელექსირს, «ჰიპოკრატეს პასტას» და «ვიტამინების ბომბსაც» უწოდებენ და რეცეპტის არაერთი ვარიანტი არსებობს და მიუხედავად იმისა, რომ რეცეპტებში ინგრედიენტების შემადგენლობა და პროპორციები განსხვავებულია, მაინც ყველა ერთნაირად სასარგებლოა!

«უკვდავების» ელექსირი არა მარტო აძლიერებს იმუნიტეტს, არამედ, სიცოცხლესაც 10-12 წლით ახანგრძლივებს. ვიტამინების ეს ნაზავი ორგანიზმზე დადებითად, მასში შემავალი ნატურალური პროდუქტების წყალობით მოქმედებს და კიდევ იმიტომ, რომ არ შეიცავს საღებავებს, კონსერვანტებს და ჯანმრთელობისთვის მავნე, სხვა საკვებ დანამატებს.

რა თქმა უნდა, აფთიაქში ყოველთვის შეიძლება ორგანიზმის გასაძლიერებელი საშუალებების შეძენა, მაგრამ, ჯერ ერთი – ის ძალიან ძვირი შეიძლება იყოს და ამასთან, მისი შემადგენლობის დეტალურად გაცნობის საშუალება არ გვექნება. ამიტომ, უფრო გონივრულია, თუ ორგანიზმის ფუნქციების აღმდგენ საშუალებას, სახლის პირობებში, საკუთარი ხელით მოვამზადებთ. ამასთან, აფთიაქში შეძენილი პრეპარატისგან განსხვავებით, მისი შენახვა განუსაზღვრელი დროით შეიძლება. ხოლო, ვიტამინების და მიკროელემენტების შემცველობით, შეიძლება ითქვას, რომ უკონკურენტოა.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, რეცეპტები განსხვავებულია. მაგ., «ჰიპოკრატეს პასტის» მოსამზადებლად, ჩირი და ნიგოზი 3-3 წილი უნდა იყოს, თაფლი – 1 წილი. ხოლო, აქ შემოგთავაზებთ რეცეპტს, რომლითაც თავად ვსარგებლობ და არაერთგზის არის აპრობირებული. მისი გამოყენება ნებისმიერი ასაკის ადამიანს (ბავშვებს, – 3 წლიდან, უფრო ადრეულ ასაკში, მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით) შეუძლია. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ის პოსტოპერაციულ პერიოდშია, ან ხანგრძლივი დიეტის გამოა დასუსტებული. ჩირის პასტა სასარგებლოა გულ-სისხლძართვთა სისტემისთვისაც.


ინგრედიენტები:


ქიშმიში – 200 გრ.

კურაგა – 200 გრ.

ლეღვის ჩირი – 200 გრ.

ქლიავის ჩირი (უკურკო) – 200 გრ.

ლიმონი – 2 დიდი ან 4 პატარა

ნიგოზი – 200 გრ.

ნუში –200 გრ.

თაფლი (თხევადი) – 200 გრ. (ხელოვნურად გამდნარი არ შეიძლება, თაფლი გაცხელების შემდეგ, სასარგებლო თვისებებს კარგავს)



მომზადების და მიღების წესი:


I. გარეცხეთ ჩირი და ლიმონი კარგად, ცივი წყლით > მოათავსეთ თუშფალანგში და გადაავლეთ მდუღარე წყალი > შემდეგ ისევ ცივი > თუშფალანგში ან დიდ თასში ჩაფინეთ სამზარეულოს ქაღალდის პირსახოცი და გაშალეთ ჩირი 1 ფენად > გააჩერეთ ასე რამდენიმე საათი, ვიდრე წყალი არ შეაშრება.

II. გაატარეთ ხორცის საკეპ მანქანაში ყველა ინგრედიენტი (ლიმონი დაჭერით სიგრძეზე), თაფლის გარდა > დაამატეთ თაფლი და ერთმანეთს კარგად შეურიეთ (უმჯობესია, ამას კოვზის ნაცვლად, ხელით თუ გააკეთებთ).

II. მიღებული ნაზავი მოათავსეთ მინის ჭურჭელში > თავზე ჰერმეტულად დაახურეთ > შეინახეთ მაცივარში.


შენიშვნა: რეცეპტში მოცემული ინგრედიენტების რაოდენობით, 1 კგ-ზე მეტი გამოდის. ამიტომ, 2 ლ. ქილა დაგჭირდებათ. შეგიძლიათ მას, სახურავის ნაცვლად, სამზარეულოს აპკი გადააკრათ და მაცივარში ისე შეინახოთ.


მიღების წესი: 1 ს.კ. – უზმოზე (საუზმემდე, 30 წთ-ით ადრე) და 1 ს. კ. ძილის წინ (კბილების გახეხვამდე, 30 წთ-ით ადრე) როგორც სამკურნალოდ, ისე პროფილაქტიკის მიზნით.

ბავშვებისთვის, 3 წლის ასაკიდან, რეკომენდებული დოზაა: 1 ჩ. კ. – დღეში 2-ჯერ.

მიღების ხანგრძლივობა 6 თვე, წლის ცივ სეზონზე, – ოქტომბრიდან – მარტის ჩათვლით.


უკუჩვენება: ნატურალური ვიტამინების ნაზავის ერთადერთი უკუჩვენება — რეცეპტში შემავალი კომპონენტებისადმი ინდივიდუალური შეუთავსებლობაა. მაგ., ნიგოზი, ლიმონი და თაფლი ალერგიის გამომწვევი პროდუქტებია.


მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს

"მკვლელი ჭურჭელი", რომელიც სიმსივნისა და დიაბეტის მაპროვოცირებელი შეიძლება გახდეს "მკვლელი ჭურჭელი", რომელიც
რომელი ჭურჭელია ჯანმრთელობისთვის სასარგებლო და რომელი საშიში? - აღნიშნულის შესახებ სურსათის უვნებლობის სპეციალისტმა მარიამ ჩაჩუამ "რუსთავი
აირჩიეთ კარტი და ნახეთ, რას უნდა ელოდოთ უახლოეს მომავალში ჯერ დაწერეთ და შემდეგ ნახეთ აირჩიეთ კარტი და ნახეთ, რას უნდა ელოდოთ
რომელი კარტი გიყურებთ? თქვენ შეიძლება ციფრი მოგესმათ ან ერთ-ერთი კარტი განსხვავებულად დაინახოთ. თქვენს ინტუიციას ენდეთ და წაიკითხეთ, თუ უახლოესი 1
მოზარდის კვების რაციონი იმუნიტეტის გასაძლიერებლად და თავის ტვინის აქტივობის გასაუმჯობესებლად - გიორგი ღოღობერიძის რჩევები მოზარდის კვების რაციონი იმუნიტეტის
ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“- ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ მოზარდების კვების რაციონსა და დღის რეჟიმზე ისაუბრა.
ასკილს ჩირს სახლის პირობებში ვამზადებ და ზამთარში სასარგებლო სასმელს ვსვამ ასკილს ჩირს სახლის პირობებში ვამზადებ
მთელი ბავშვობა ბებია ასკილის ჩაის დალევას მაიძულებდა. როგორც მეუბნებოდა, ასე უფრო ჯანმრთელი და ლამაზი გავხდებოდი. ასკილზე ლეგენდაც არსებობს, რომ
"მანამ ვერ დავიჯერე რომ მღალატობდნენ, ვიდრე ჩემი ქმარი ჩემ დაქალთან ერთად ქვეყნიდან არ გაიქცა" "მანამ ვერ დავიჯერე რომ
"მანამ ვერ დავიჯერე რომ მღალატობდნენ, ვიდრე ჩემი ქმარი ჩემ დაქალთან ერთად ქვეყნიდან არ გაიქცა"
"ქმარი არც კი მეკითხება, რატომ არ ავმდგარვარ 5 დღეა საწოლიდან... შვილებსაც აღარ ვაქცევ ყურადღებას, საძილე აბებს ვსვამ და ვითიშები..." - როცა ქალი ქმარს განქორწინებისთვის ვერ იმეტებს და შვილები ზარალდებიან "ქმარი არც კი მეკითხება, რატომ არ
დაზუსტებით ვერ ვიტყვით, როდის გაჩნდა აზარტული თამაშები, თუმცა ითვლება, რომ ისინი სხვადასხვა ფორმით ადამიანის არსებობის ყველა ეტაპზე არსებობდა.
Прокомментировать
reload, if the code cannot be seen