название

თუ D ვიტამინს ამ წესების მიხედვით არ მიიღებთ, აზრი არა აქვს - ვიტამინების მიღების სწორი გზა

თუ D ვიტამინს ამ წესების მიხედვით არ მიიღებთ, აზრი არა აქვს - ვიტამინების მიღების სწორი გზა
ჯანმრთელობა 22.11.2021 283

​ექიმი გიორგი ღოღობერიძე ვიტამინების მიღების წესზე საუბრობს. 

მისი თქმით, D ვიტამინის მიღების დროს აუცილებლად გასათვალისწინებელია წესების დაცვა:

,,თუ გინდათ D ვიტამინი ბოლომდე შეითვისოს ორგანიზმმა, აუცილებლად უნდა მიიღოთ ცხიმიან საკვებთან ერთად. მაგალითად, რძესთან, იოგურტთან, თევზთან, კვერცხთან, ავოკადოსთან ან თხილთან ერთად. ეს ვიტამინი მშიერზე არ უნდა მიიღოთ.''

რაც შეეხება დღის მონაკვეთს, მისი მიღება შესაძლებელია დილითაც და საღამოსაც. თუმცა უძილობის პრობლემა თუ გაწუხებთ მისი მიღება დილით სჯობს - აღნიშნავს ექიმი. 

A, E და K ვიტამინებთან D ვიტამინის მიღების წესები შეგიძლიათ გამოიყენოთ, რადგან ისინი ცხიმში ხსნადი ვიტამინებია. 

თუ საქმე ეხება არა ცხიმში, არამედ წყალში ხსნად ვიტამინებს (B ჯგუფის ვიტამინები), ისინი უნდა მიიღოთ არა ცხიმიან, არამედ ჩვეულებრივ საკვებთან ერთად და წყალი უნდა დააყოლოთ. 

ექიმი აღნიშნავს, რომ მულტივიტამინებს უნდა მოვერიდოთ, რადგან მათში შეიძლება იყოს, როგორც ცხიმში, ასევე წყალში ხსნადი ვიტამინები, ორგანიზმი ბოლომდე ვერ აითვისებს ასეთ კომპლექტს და მათი მიღება ცალ-ცალკე სჯობს. კიდევ ერთი მიზეზი, თუ რატომ არ არის სასურველი მუტლივიტამინების მიღება, ეს არის ვიტამინების ზედოზირების საშიშროება. 

,,ზოგადად, ვიტამინების მიღებას სჯობს მიიღოთ ჯანსაღი საკვები. ვიტამინები სჭირდებათ მათ, ვისაც აქვს მათი ნაკლებობის აშკარა ნიშნები ან არიან ალკოჰოლზე დამოკიდებულები, აქვთ სიმსივნე და აქედან გამომდინარე უმადობა, ან აქვთ კახექსია, ადამიანებს, რომლებმაც კუჭზე ან წვრილ ნაწლავზე გაიკეთეს ოპერაცია. ფეხმძიმეებმა ყველა ვიტამინი ექიმთან უნდა შეათანხმონ,'' - დასძინა გიორგი ღოღობერიძემ.


მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს

"მკვლელი ჭურჭელი", რომელიც სიმსივნისა და დიაბეტის მაპროვოცირებელი შეიძლება გახდეს "მკვლელი ჭურჭელი", რომელიც
რომელი ჭურჭელია ჯანმრთელობისთვის სასარგებლო და რომელი საშიში? - აღნიშნულის შესახებ სურსათის უვნებლობის სპეციალისტმა მარიამ ჩაჩუამ "რუსთავი
მოზარდის კვების რაციონი იმუნიტეტის გასაძლიერებლად და თავის ტვინის აქტივობის გასაუმჯობესებლად - გიორგი ღოღობერიძის რჩევები მოზარდის კვების რაციონი იმუნიტეტის
ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“- ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ მოზარდების კვების რაციონსა და დღის რეჟიმზე ისაუბრა.
როგორ იკურნებიან მამა გაბრიელის წყალობით ადამიანები სიმსივნისგან, სარკომისგან და როგორ ასწავლა მან ქალს ლოცვის დახმარებით გულის შეტევის შეჩერება როგორ იკურნებიან მამა გაბრიელის
ქართველი ბერი, მამა გაბრიელი, ერისკაცობაში – გოდერძი ურგებაძე თბილისში დაიბადა, თეთრი წყაროს ქუჩაზე, 1929 წლის 26 აგვისტოს. მისი ღვაწლი იმდენად
თავის ტკივილის 3 ყველაზე გავრცელებული მიზეზი და მათი გამკლავების წესები- გიორგი ღოღობერიძის რჩევები თავის ტკივილის 3 ყველაზე გავრცელებული
​ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ თავის ტკივილის ყველაზე გავრცელებულ მიზეზებზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ადამიანებს თავი ყველაზე ხშირად დაძაბვის გამო
ეს დიეტა იაპონიაში იმდენად პოპულარული გახდა, რომ ქვეყანაში ბანანის დეფიციტი შეიქმნა ეს დიეტა იაპონიაში იმდენად პოპულარული
დიეტის უამრავი ვარიანტი არსებობს, რომელსაც რეალურად შეუძლია, ადამიანს ჭარბი წონის მოცილებაში დაეხმაროს. მაგრამ, დიეტის დაცვის დროს, მთავარი მხოლოდ
"ქმარი არც კი მეკითხება, რატომ არ ავმდგარვარ 5 დღეა საწოლიდან... შვილებსაც აღარ ვაქცევ ყურადღებას, საძილე აბებს ვსვამ და ვითიშები..." - როცა ქალი ქმარს განქორწინებისთვის ვერ იმეტებს და შვილები ზარალდებიან "ქმარი არც კი მეკითხება, რატომ არ
დაზუსტებით ვერ ვიტყვით, როდის გაჩნდა აზარტული თამაშები, თუმცა ითვლება, რომ ისინი სხვადასხვა ფორმით ადამიანის არსებობის ყველა ეტაპზე არსებობდა.
Прокомментировать
reload, if the code cannot be seen