название

შეიძლება თუ არა წყლის მიღება საკვების მიღების დროს? – გიორგი ღოღობერიძე გვირჩევს

შეიძლება თუ არა წყლის მიღება საკვების მიღების დროს? – გიორგი ღოღობერიძე გვირჩევს
ჯანმრთელობა 27.11.2021 1 106

ყველა დროის აქტუალურ კითხვაზე, შეიძლება თუ არა წყლისა და საკვების ერთდროულად მიღება, ბიოქიმია - ფარმაკოლოგიის ლექტორმა, გიორგი ღოღობერიძემ გასცა პასუხი.


წყლის მიღება შეიძლება ნებისმიერ დროს, გააჩნია მდგომარეობას. თუ ხარ ჯანმრთელი ადამიანი, მაშინ წყლის მიღება არაფერს შეცვლის, არ შეიცვლება მჟავიანობა კუჭში. საკვები ისედაც შეიცავს გარკვეული დოზით წყალს, მაგალითად, კიტრში 96% წყალია, მაგრამ ადამიანი მას ჩვეულებრივ ინელებს. 

როდესაც საკვები კუჭში აღმოჩნდება, მას დახვდება მარილმჟავა, ეს არის ის მჟავა, რომელიც საკვებში არსებულ მავნე ნივთიერებებს ანადგურებს და მეორეს მხრივ, ქმნის ხელსაყრელ გარემოს რომ ფერმენტმა პეპსინმა, რომელიც ცილოვან საკვებს შლის, იმოქმედოს. ჩვენს კუჭში საკვების მონელება გრძელდება საშუალოდ 4 საათით, ამ დროის განმავლობაში მარილმჟავა და პეპსინი მუშაობენ ერთად. 

ჩატარდა მცირე კვლევა, 12 კვირიანი. ადამიანი, რომელიც საკვების მიღებამდე სვამდა წყალს, წონაში დაიკლო. თუ საკვების მიღებამდე დალევთ წყალს, დაგიქვეითდებათ შიმშილის გრძნობა, ამიტომ იმდენად აღარ გშივდებათ და შესაბამისად, ნაკლებს მიირთმევთ. 

ყველა ადამიანში შეიძლება წყლის მიღება საკვების მიღების პერიოდში? 

პასუხი არის არა, თუ თქვენ გაქვთ დაქვეითებული მჟავიანობა, არ არის სასურველი საკვებისა და წყლის ერთდროულად მიღება. განსაკუთრებით, თუ გაწუხებთ გასტროეზოფაგური რეფლექსი და გაწუხებთ გულძმარვა. 

გაითვალისწინეთ: ძალიან ცივი წყლის მიღება არ არის რეკომენდირებული, რადგან ფერმენტები მუშაობენ გარკვეული ტემპერატურის ფარგლებში, კუჭისთვის ტემპერატურის შენარჩუნება გართულდება. 


მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს

აირჩიეთ კარტი და ნახეთ, რას უნდა ელოდოთ უახლოეს მომავალში ჯერ დაწერეთ და შემდეგ ნახეთ აირჩიეთ კარტი და ნახეთ, რას უნდა ელოდოთ
რომელი კარტი გიყურებთ? თქვენ შეიძლება ციფრი მოგესმათ ან ერთ-ერთი კარტი განსხვავებულად დაინახოთ. თქვენს ინტუიციას ენდეთ და წაიკითხეთ, თუ უახლოესი 1
როგორ იკურნებიან მამა გაბრიელის წყალობით ადამიანები სიმსივნისგან, სარკომისგან და როგორ ასწავლა მან ქალს ლოცვის დახმარებით გულის შეტევის შეჩერება როგორ იკურნებიან მამა გაბრიელის
ქართველი ბერი, მამა გაბრიელი, ერისკაცობაში – გოდერძი ურგებაძე თბილისში დაიბადა, თეთრი წყაროს ქუჩაზე, 1929 წლის 26 აგვისტოს. მისი ღვაწლი იმდენად
მოზარდის კვების რაციონი იმუნიტეტის გასაძლიერებლად და თავის ტვინის აქტივობის გასაუმჯობესებლად - გიორგი ღოღობერიძის რჩევები მოზარდის კვების რაციონი იმუნიტეტის
ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“- ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ მოზარდების კვების რაციონსა და დღის რეჟიმზე ისაუბრა.
"სამუშაოდან რომ გამოვედი, ფრჩხილებს დავხედე და საკუთარი თავი შემეცოდაო" - რა ისტორიებს ჰყვება ამერაკაში მცხოვრები ქართველი "სამუშაოდან რომ გამოვედი,
ქალები საქართველოდან"ფარგლებში გამოქვეყნდა ბელა მაღლაფერიძის ისტორია, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: ბელა მაღლაფერიძე, ნიუ იორკი, 34 წლის
Прокомментировать
reload, if the code cannot be seen