название

ნაზი და მსუბუქი ბისკვიტი სულ რაღაც 10 წუთში. გემრიელობა, რომელიც შეგიყვარდებათ

ნაზი და მსუბუქი ბისკვიტი სულ რაღაც 10 წუთში. გემრიელობა, რომელიც შეგიყვარდებათ
კულინარია 02.11.2021 77

ძვირფასო დიასახლისებო, შემოგთავაზებთ რეცეპტს, რომლის მიხედვითაც შეძლებთ საოცარი ბისკვიტის სწრაფად და მარტივად მომზადებას. ბისკვიტს დარიჩინი ზღაპრულ არომატს აძლევს და ისეთი გემრიელია, რომ ზედმეტ მორთვას აღარ საჭიროებს.

ბისკვიტის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • 200 გრ ფქვილი
  • 200 გრ შაქარი
  • 4 ცალი კვერცხი
  • 4 ს. კ. წყალი
  • ვანილი მწიკვი
  • ნახევარი ჩ. კ. დარიჩინი

მომზადების წესი:

  1. კვერცხი და შაქარი კარგად ათქვიფეთ. ნელ-ნელა დაამატეთ გაცრილი ფქვილი.
  2. წყალი გააცხელეთ, დაამატეთ ცომს და კარგად შეურიეთ.
  3. საცხობ ფორმას წაუსვით ცხიმი და გადაიტანეთ ცომის ნახევარი. შემდეგ მოაფრქვიეთ დარიჩინი და დაიტანეთ დარჩენილი ცომი.
  4. ღუმელი გააცხელეთ მაქსიმალურ ტემპერატურაზე. ბისკვიტს გამოსაცხობად დასჭირდება 5-7 წუთი. მზა ბისკვიტი ღუმელიდან არ გამოიღოთ, კარი ოდნავ გამოაღეთ და გააგრილეთ.

თუ თქვენ დარიჩინი არ გიყვართ, მაშინ ლიმონის ცედრა გამოიყენეთ. შეგიძლიათ ბისკვიტი თქვენთვის  სასურველი კრემით მორთოთ. გემრიელად მიირთვით!


მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს

10 საიდუმლო, რომელიც კარგი ბლინების მომზადებაში დაგეხმარებათ 10 საიდუმლო, რომელიც კარგი ბლინების
10 საიდუმლო, რომელიც კარგი ბლინების მომზადებაში დაგეხმარებათ
ასკილს ჩირს სახლის პირობებში ვამზადებ და ზამთარში სასარგებლო სასმელს ვსვამ ასკილს ჩირს სახლის პირობებში ვამზადებ
მთელი ბავშვობა ბებია ასკილის ჩაის დალევას მაიძულებდა. როგორც მეუბნებოდა, ასე უფრო ჯანმრთელი და ლამაზი გავხდებოდი. ასკილზე ლეგენდაც არსებობს, რომ
ყველაზე მადისაღმძვრელი და უგემრიელესი: ღვეზელები უსაფუვრო ცომზე! სუფრიდან გაქრება ძალიან სწრაფად! ყველაზე მადისაღმძვრელი და უგემრიელესი:
ყველაზე მადისაღმძვრელი და უგემრიელესი: ღვეზელები უსაფუვრო ცომზე! სუფრიდან გაქრება ძალიან სწრაფად!
ყინავ ლიმონს და სამუდამოდ ივიწყებ დიაბეტს, სიმსივნურ წარმონაქმნსა და ზედმეტ წონას ყინავ ლიმონს და სამუდამოდ ივიწყებ
ლიმონის კანი შეიცავს 10ჯერ მეტ ვიტამინს, ვიდრე წვენი. ლიმონის ცედრა განსაკუთრებით სასარგებლოა როგორც ჯანმრთელობისთვის, ასევე ყოფა-ცხოვრებაში. ბოლო
ბრინჯის ფქვილი - უნიკალური ინგრედიენტი კანის გაახალგაზრდავების წარმოუდგენელი ეფექტით! ბრინჯის ფქვილი - უნიკალური ინგრედიენტი
თანამედროვე სამყაროში კანის გაახალგაზრდავებისა და გაჯანსაღების უამრავი საშუალება არსებობს, მათ შორის კი ყველაზე ეფექტური და ხელმისაწვდომი სახის ღრმა
Прокомментировать
reload, if the code cannot be seen