название

გავდივართ კონსულტაციებს, როგორ შეიძლება იყოს ტრანსპორტში ამოქმედებული მწვანე საშვი აღსრულებადი — ტიკარაძე

გავდივართ კონსულტაციებს, როგორ შეიძლება იყოს ტრანსპორტში ამოქმედებული მწვანე საშვი აღსრულებადი — ტიკარაძე
03.12.2021 667

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მწვანე საშვის ტრანსპორტში ამოქმედებასაც განიხილავდნენ, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო ვერ მოხერხდა. მისი თქმით, ამ შემთხვევაში რთულია აღსრულება, მაგრამ გადიან კონსულტაციებს იმისთვის, რომ კონტროლის ეფექტური მექანიზმი იპოვონ. ტიკარაძე ამბობს, რომ მხოლოდ ამის შემდეგ მისცემენ რეკომენდაცას საკოორდინაციო საბჭოს, თუ რა რეგულაცია უნდა დაწესდეს ტრანპორტზე.

ჟურნალისტმა მას უშუალოდ საზოგადოებრივ ტრასნპორტზე ჰკითხა, თუმცა ტიკარაძეს პასუხის გაცემისას არ დაუკონკრეტებია მუნიციპალურ ტრანსპორტს ჰგულისხმობდა, თუ საქალაქთაშრისოს და ზოგადად ტრანსპორტზე ისაუბრა.

კითხვაზე, განიხილება თუ არა ეს რეგულაცია მომდევნო საბჭოზე, ის პასუხობს, რომ სანამ ახალი შტამი არ დაფიქსირებულა ამის საჭიროება არ არის. მისივე თქმით, როცა შტამი დაფიქსირდება, რეგულაციები გამკაცრდება.

"არ არის შემთხვევითი იმ დაწესებულებების ნუსხა, სადაც კოვიდსაშვი მოქმედებს. მნიშვნელოვანი არის, რომ ეტაპობრივად კოვიდსაშვის რეგულაციებს, მისი მოქმედების მექანიზმს დავაკვირდეთ, აღსრულება გავაკონტროლოთ და ეტაპობრივად გადავიტანოთ ეს სხვა სექტორებზე. ასევე, მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენ გავაანალიზეთ სხვადასხვა სექტორში იმის ალბათობები და დაშვებები, სად იყო მეტი ტრაფიკი, გავრცელება და სად ჩნდებოდა ახალი, სარისკო კლასტერები და სწორედ ამაზე დაყრდნობით წარვადგინეთ რეკომენდაციები საბჭოზე, სადაც ის პოზიტიური სია განისაზღვრა დაწესებულებების, სადაც კოვიდსაშვი მოქმედებს.

რაც შეეხება ტრასნპორტს, მე გეთანხმებით, რომ ტრანსპორტი შეიცავს გარკვეულ რისკებს, თუმცა აღსანიშნავია, რომ არ შეიძლება, რეგულაცია არ დაწესდეს მხოლოდ რეგულაციისთვის. მნიშვნელოვანია, რომ თითოეული დაწესებული რეგულაცია იყოს აღსრულებადი. ტრანსპორტის შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ გარკვეულ პრობლემებს, რომ ეს იქნება მხოლოდ ფიქტიური რეგულაცია. ამისათვის ჩვენ, რა თქმა უნდა, ინტენსიურად გავდივართ კონსულტაციებს, როგორ შეიძლება ტრანსპორტში ამოქმედებული მწვანე საშვი იყოს უფრო მეტად აღსრულებადი და კონტროლირებადი. მხოლოდ ამის შემდეგ ჩამოვყალიბდებით, ალბათ, რა რეკომენდაციებს გავცემთ და როგორი იქნება შემდგომში რეგულაცია ტრანსპორტთან მიმართებაში", — განაცხადა მან.

საქართველოში მწვანე პასპორტები პირველ დეკემბერს ამოქმედდა. ქვეყანაში 2 აპლიკაცია მუშაობს მწვანე პასპორტის ასაღებად და შესაბამისად, ორი ტიპის მწვანე საშვი გვაქვს. ერთს ევროკავშირი აღიარებს და ამ აპლიკაციით მწვანე პასპორტს ვერ აიღებენ ისინი, ვინც კორონავირუსი 6 თვეზე მეტი ხნის წინ გადაიტანა. სწორედ ამიტომ შეიქმნა მეორე აპლიკაცია, სადაც იმ პირების კოდებიც ჩანს, ვისაც კორონავირუსი დიდი ხნის წინ აქვს გადატანილი. ე.წ. უვადო მწვანე პასპორტი კორონაგადატანილებისთვის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების მხრიდან კრიტიკის საგანი გახდა.

მწვანე საშვი მოქალაქეებს და ქვეყნის ვიზიტორებს სხვადასხვა დაწესებულებაში შესასვლელად სჭირდებათ, თუმცა, ამ სიაში არ შედის აფთიაქები, სურსათის მაღაზიები, საზოგადოებრივი ტრანსპორტი და სხვა პირველადი საჭიროების სივრცეები.

გაიგეთ მეტი:


მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს

ვიდეო რომელიც ახლახანს გავრცელდა , ნახეთ რა მოხდა სინამდვილეში მარდალეიშვილის კლინიკაში სადაც ადამიანს ცოცხლად კლავდნენ (ვიდეო) ვიდეო რომელიც ახლახანს გავრცელდა ნახეთ
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, რუსთავის მარდალეიშვილის სახელობის სამედიცინო ცენტრთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე
გამყრელიძე ისევ შიშისმომგვრელ პროგნოზს აკეთებს - მთავარმა ეპიდემიოლოგმა მე-5 ტალღის დაწყების დრო გადმოწია გამყრელიძე ისევ შიშისმომგვრელ პროგნოზს
წლის ბოლომდე მოსახლეობის მინიმუმ 60% უნდა იყოს აცრილი, ამ ეტაპზე კი მოზრდილი მოსახლეობის მხოლოდ 26%-ია ვაქცინირებული. ამასთან, ცნობილი ხდება, რომ 12
არჩევნებამდე ერთი დღით ადრე დაკავებული ექს-პრეზიდენტი - რა ხდება რუსთავის ციხესთან არჩევნებამდე ერთი დღით ადრე დაკავებული
არჩევნებამდე ზუსტად ერთი დღით ადრე მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია. პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოს
"ქმარი არც კი მეკითხება, რატომ არ ავმდგარვარ 5 დღეა საწოლიდან... შვილებსაც აღარ ვაქცევ ყურადღებას, საძილე აბებს ვსვამ და ვითიშები..." - როცა ქალი ქმარს განქორწინებისთვის ვერ იმეტებს და შვილები ზარალდებიან "ქმარი არც კი მეკითხება, რატომ არ
დაზუსტებით ვერ ვიტყვით, როდის გაჩნდა აზარტული თამაშები, თუმცა ითვლება, რომ ისინი სხვადასხვა ფორმით ადამიანის არსებობის ყველა ეტაპზე არსებობდა.
"ქმარი არც კი მეკითხება, რატომ არ ავმდგარვარ 5 დღეა საწოლიდან... შვილებსაც აღარ ვაქცევ ყურადღებას, საძილე აბებს ვსვამ და ვითიშები..." - როცა ქალი ქმარს განქორწინებისთვის ვერ იმეტებს და შვილები ზარალდებიან "ქმარი არც კი მეკითხება, რატომ არ
დაზუსტებით ვერ ვიტყვით, როდის გაჩნდა აზარტული თამაშები, თუმცა ითვლება, რომ ისინი სხვადასხვა ფორმით ადამიანის არსებობის ყველა ეტაპზე არსებობდა.
"მანამ ვერ დავიჯერე რომ მღალატობდნენ, ვიდრე ჩემი ქმარი ჩემ დაქალთან ერთად ქვეყნიდან არ გაიქცა" "მანამ ვერ დავიჯერე რომ
"მანამ ვერ დავიჯერე რომ მღალატობდნენ, ვიდრე ჩემი ქმარი ჩემ დაქალთან ერთად ქვეყნიდან არ გაიქცა"
Прокомментировать
reload, if the code cannot be seen