название

ქოქოსის ზეთი ნებისმიერ კბილის პასტაზე უკეთესი: 5 მიზეზი, რატომ უნდა გამოიყენოთ

ქოქოსის ზეთი ნებისმიერ კბილის პასტაზე უკეთესი: 5 მიზეზი, რატომ უნდა გამოიყენოთ
რჩევები 01.10.2021 246

ქოქოსის ზეთი კბილების დამანგრეველ ბაქტერიებს უტევს და შესაძლებელია პირის ღრუს მოვლის საშუალებებში გამოიყენოთ.ათლონის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში ჩაატარეს კვლევა და პირის ღრუში მდებარე ყველაზე გავრცელებულ ბაქტერიებზე ზოგიერთი ნატურალური ზეთის გავლენა შეისწავლეს. მათ შორის გამარჯვებული ქოქოსის ზეთი გახდა.შეგახსენებთ! მასალას საინფორმაციო–გაცნობითი ხასიათი აქვს! ნებისმიერი პროდუქტის ან მომსახურების გამოყენებამდე სპეციალისტს უნდა მიმართოთ!
ქოქოსის ზეთი კბილის პასტას ჩაანაცვლებს?მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ქოქოსის ზეთი ეფექტურად თრგუნავს პირის ღრუში ყველაზე მავნე ბაქტერიების ზრდას, მათ შორისაა Streptococcus mutans, რომელიც კარიესის განვითარებას იწვევს და ბავშვების 60-90 პროცენტს და უფროსების უმეტესობას აწუხებთ.ირლანდიაში ათლონის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მკვლევარებმა მონელების მსგავს პროცესში ქოქოსის, მცენარეული და ზეითუნის ზეთების გავლენა შეისწავლეს, როგორც ნატურალური, ასევე ფერმენტების დამატების სახით.შემდეგ ზეთები სტრეპტოკოკული ბაქტერიების წინააღმდეგ დატესტეს. ეს ბაქტერიები პირის ღრუში ხშირად გვხვდება.აღმოჩნდა, რომ სწორედ ფერმენტებით დამუშავებულ ქოქოსის ზეთს შეუძლია ბაქტერიების შტამების უმეტესობის შეფერხება.ითვლება, რომ ცხიმოვანი ქოქოსის ზეთის ფერმენტებით დაშლა მას აქტიურ მჟავებად აქცევს, რომელიც მავნე ბაქტერიებს ებრძვის. ამრიგად, ქოქოსის ზეთი შეიძლება ქიმიური დანამატების კარგი ალტერნატივა გახდეს.

როგორ გამოვიყენოთ ქოქოსის ზეთი კბილების გასაწმენდადიცით თუ არა, რომ 1 სუფრის კოვზ ქოქოსის ზეთს თქვენი კბილების გაწმენდა და პირის ღრუს მდგომარეობის გაუმჯობესება შეუძლია?ქოქოსის ზეთი ბევრ მავნე ინგრედიენტს არ შეიცა 

ზეთოვანი სავლები ქოქოსის ზეთითპირის ღრუს ზეთოვანი სავლები ძველ ინდურ საშუალებად ითვლება, რომელიც კბილებს ათეთრებს, სუნთქვას აჯანსაღებს და პირის ღრუს მდგომარეობას აუმჯობესებს.

ქოქოსის ზეთით პირის ღრუს გამოვლების უპირატესობები

1. მავნე ბაქტერიებს ანადგურებსპირის ღრუში ასობით ბაქტერია მდებარეობს, ზოგიერთი მათგანი მავნეა და შეუძლია კარიესის, პირის ღრუში უსიამოვნო სუნის და ღრძილების დაავადებების გამოწვევა.ზეთით გამოვლება ბაქტერიების რაოდენობას ამცირებს და პირის ღრუს სწორი ჰიგიენის შენარჩუნებას ხელს უწყობს.ქოქოსის ზეთი ქლორჰექსიდინის უსაფრთხო ალტერნატივაა, რომელიც ზოგიერთი პირის ღრუს სავლების შემადგენლობაში შედის.

2. უსიამოვნო სუნს ამცირებსუსიამოვნო სუნი პირის ღრუს ცუდ ჰიგიენას, ენაზე ნადებს, ინფექციებს ან ღრძილების დაავადებებს უკავშირდება.ზეთით გამოვლება უსიამოვნო სუნს ეფექტურად აქრობს და მოქმედებს როგორც სამკურნალო ქლორჰექსიდინი.

3. კარიესს აფერხებსკარიესს ბაქტერიების დაგროვება, პირის ღრუს ცუდი ჰიგიენა და ძალიან ბევრი შაქრის მიღება იწვევს.ბაქტერიების ნადებმა კბილებზე, ნერწყვმა და საჭმლის ნაწილებმა შეიძლება ემალი დააზიანოს და კარიესი გამოიწვიოს. ქოქოსის ზეთით პირის გამოვლება მავნე ბაქტერიებს შეამცირებს და კარიეს თავიდან აგაცილებთ.

4. ანთებას ამცირებს და ღრძილების ჯანმრთელობას აუმჯობესებსკბილების ნადებზე ბაქტერიებმა შეიძლება გამოიწვიოს გინგივიტი – გავრცელებული დაავადება, რომელიც ღრძილების ანთებას და მსუბუქ სისხლდენას იწვევს.კვლევამ აჩვენა, რომ ქოქოსის ზეთი ანთებას ამცირებს.

5. კბილებს ათეთრებსამ მომენტისთვის არ არსებობს კვლევა, რომელიც მის კბილების მათეთრებელ ეფექტს ადასტურებს. ზოგიერთი მონაცემებით ქოქოსის ზეთი კბილის ზედაპირიდან ლაქებს აქრობს. 

როგორ გამოვივლოთ პირის ღრუ ქოქოსის ზეთით1. 1 სუფრის კოვზი ცივი დაწურვის ქოქოსის ზეთი პირში დაიგუბეთ და 15-20 წუთით გამოივლეთ.2. ზეთი არ გადაყლაპოთ, რადგან უკვე პირის ღრუს ბაქტერიებს შეიცავს.3. სჯობს ზეთი გადმოაფურთხოთ, შემდეგ პირი ჩვეულებრივი წყლით გამოივლოთ.4. ზოგიერთი ირწმუნება, რომ სჯობს ქოქოსის ზეთით პირი უზმოზე გამოივლოთ, სხვები გირჩევენ ეს დილით შხაპის ან ბანაობის დროს გააკეთოთ.

ბილის პასტის რეცეპტი ქოქოსის ზეთითქოქოსის ზეთით შეგიძლიათ სახლში კბილის პასტა მოამზადოთ.

  • ნახევარი ჭიქა ქოქოსის ზეთი
  • 2–3 სუფრის კოვზი საკვები სოდა
  • 15-30 წვეთი პიტნის ეთერზეთი

ქოქოსის ზეთი გაადნეთ და სხვა ინგრედიენტებს აურიეთ. ქილაში გადაიტანეთ და ჩვეულებრივ კბილის პასტად გამოიყენეთ.


მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს

ხსნარი კბილის ქვის 2 წუთში გასაქრობად: პირის ღრუს ჰიგიენა ზემოქმედებს ჩვენი საერთო ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ამიტომაც აუცილებელია გამოვრიცხოთ კარიესის, კბილის ნადებისა და ქვის პრობლემები ხსნარი კბილის ქვის 2 წუთში გასაქრობად:
ხსნარი კბილის ქვის 2 წუთში გასაქრობად: პირის ღრუს ჰიგიენა ზემოქმედებს ჩვენი საერთო ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ამიტომაც აუცილებელია გამოვრიცხოთ
ხსნარი კბილის ქვის 2 წუთში გასაქრობად: პირის ღრუს ჰიგიენა ზემოქმედებს ჩვენი საერთო ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ამიტომაც აუცილებელია გამოვრიცხოთ კარიესის, კბილის ნადებისა და ქვის პრობლემები ხსნარი კბილის ქვის 2 წუთში გასაქრობად:
პირის ღრუს ჰიგიენა ზემოქმედებს ჩვენი საერთო ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ამიტომაც აუცილებელია გამოვრიცხოთ კარიესის, კბილის ნადებისა და ქვის
უნდა გაწმინდოს თუ არა მაწოვარა დედამ თავისი ნერწყვით? გიორგი ექიმის რჩევები უნდა გაწმინდოს თუ არა მაწოვარა დედამ
ექიმი რეზიდენტი გიორგი ღოღობერიძე დედის ნერწყვის შესახებ ვიდეომიმართვაში საუბრობს. „ალბათ, ბევრს გინახავთ, როდესაც ბავშვს დაუვარდებოდა საწოვარა,
როგორ გამოვიცნოთ ადამიანის ხასიათი ტელეფონის დაჭერის მანერით,პასუხი ჯერ დაწერეთ და შემდეგ ნახეთ როგორ გამოვიცნოთ ადამიანის ხასიათი
მკვლევარებმა ტელეფონის დაჭერის მანერასა და პიროვნებას შორის კავშირი დაადგინეს. მათ ექსპერიმენტი ჩაატარეს და სმარტფონის დაჭერის 4 მთავარი მეთოდი
“დაყარეთ ძალიან ცოტა მარილი კარებთან და თქვენ სახლში ნამდვილი სასწაული მოხდება, ეს დაუჯერებელია!” – ის რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ მარილზე “დაყარეთ ძალიან ცოტა მარილი კარებთან და
შესაძლოა უცნაური იყოს, მაგრამ უძველესი დროიდან მარილი გამოიყენება, როგორც შესანიშნავი “დასუფთავების აგენტი”. ის შესანიშნავი საშუალებაა
3 ყველაზე ძლიერი რეცეპტი ხელების, ფეხების, კისრის სახსრებში ტკივილის სწრაფად გასაქრობად! თუ მიუხედავად ყველა მცდელობისა, თქვენ ვერ თავისუფლდებით ტკივილისგან, და ეძებთ რაიმე სხვა ეფექტურ გადაწყვეტილებას, მაშინ ეს რეცეპტები თქვენთვისაა! 3 ყველაზე ძლიერი რეცეპტი ხელების,
3 ყველაზე ძლიერი რეცეპტი ხელების, ფეხების, კისრის სახსრებში ტკივილის სწრაფად გასაქრობად! თუ მიუხედავად ყველა მცდელობისა, თქვენ ვერ თავისუფლდებით
Прокомментировать
reload, if the code cannot be seen