название

როგორ უნდა შეხვდეს შობას მართლმადიდებელი და რა ლოცვა იკითხება ამ დროს

როგორ უნდა შეხვდეს შობას მართლმადიდებელი და რა ლოცვა იკითხება ამ დროს
რჩევები 07.01.2022 154

შო­ბის ღამე ყო­ველ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბულ სი­ხა­რულ­სა და სა­სო­ე­ბას უნერ­გავს ადა­მი­ა­ნებს, რად­გა­ნაც ის ყვე­ლა­ნა­ი­რი სი­კე­თის სა­წყი­სია. ამი­ტო­მაც არის, რომ უფ­ლის შო­ბის დღე­სას­წა­ულს მარ­თლმა­დი­დებ­ლე­ბი გა­მორ­ჩე­უ­ლად ზე­ი­მო­ბენ.

რო­გორ უნდა შევ­ხვდეთ ამ დღეს, რა ლოც­ვა უნდა წა­ვი­კი­თხოთ, რა­ტომ უნდა გა­ა­ნა­თოს ყვე­ლა სახ­ლის სარ­კმე­ლი სან­თელ­მა და ზო­გა­დად, რო­გორ უნდა აღ­ვნიშ­ნოთ უფ­ლის და­ბა­დე­ბა - ამ თე­მა­ზე AMBEBI.GE-ს სვე­ტი­ცხოვ­ლის სა­კა­თედ­რო ტაძ­რის დე­კა­ნო­ზი პეტ­რე კვა­რა­ცხე­ლია გვე­სა­უბ­რე­ბა:


- შო­ბის ღა­მეს, სახ­ლებ­ში ყვე­ლა სარ­კმე­ლი სან­თელ­მა უნდა გა­ა­ნა­თოს. ჩვენ­ში ეს ტრა­დი­ცია უწ­მინ­დე­სის მიერ არის და­ნერ­გი­ლი. იქ­ნებ კი­დევ ერთხელ ავუხ­სნათ ადა­მი­ა­ნებს, რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ამ რი­ტუ­ალს?

- მინ­და წმი­და გრი­გოლ ღვთის­მე­ტყვე­ლის სი­ტყვე­ბით და­ვი­წყო: "ქრის­ტე იშ­ვე­ბა: ადი­დებ­დეთ! ქრის­ტე ზე­ცი­დან; გა­მო­ვე­დით მი­გე­ბე­ბად! ქრის­ტე ქვე­ყა­ნა­სა ზედა, აღ­მაღ­ლდე­ბით! უგა­ლობ­დით უფალ­სა ყო­ვე­ლი ქუ­ე­ყა­ნა! და ვე­ტყვი ორ­თა­ვეს: იხა­რებ­დინ ცანი და იშ­ვებ­დინ ქუ­ე­ყა­ნა: ჯერ ზე­ცი­უ­რის­თვის, შემ­დეგ ქვეყ­ნი­უ­რის­თვის!.. ქრის­ტე ქალ­წუ­ლი­სა­გან...


მო­ვალს მელ­ქი­სე­დე­კი; შო­ბი­ლი უდე­დოდ, იშ­ვე­ბა უმა­მოდ, - პირ­ველ უდე­დოდ, მერ­მე უმა­მოდ. ირ­ღვე­ვა კა­ნო­ნი ბუ­ნე­ბი­სა. ქრის­ტე უბ­რძა­ნებს, ნუ შე­ვე­წი­ნა­აღ­მდე­გე­ბით. უხორ­ცო ხორცს შე­ის­ხამს, სი­ტყვა მყა­რი იქ­მნე­ბა, უხი­ლა­ვი სა­ჩი­ნო ხდე­ბა, შე­უ­ხე­ბე­ლი - შე­სა­ხე­ბი, ძვე­ლი დღე­თა (ანუ და­უ­სა­ბა­მო) და­სა­ბამს იღებს. ძე ღვთი­სა ძე კა­ცი­სა ხდე­ბა. იესუ ქრის­ტე გუ­შინ და დღეს იგი­ვეა.

დე იუ­დე­ვე­ლე­ბი ცდუნ­დე­ბოდ­ნენ, წარ­მარ­თნი ეცი­ნოდ­ნენ, მწვა­ლე­ბელ­ნი ენაბრგვი­ლობ­დნენ! მა­შინ­ღა ირ­წუ­ნე­ბენ, ოდეს იხი­ლა­ვენ ზე­ცად აღ­მა­ვალს, თუ მა­შინ არა, უეჭ­ვე­ლად მა­შინ, რო­დე­საც იხი­ლა­ვენ ზე­ცი­დან გარ­და­მო­მა­ვალს და დამ­ჯდარს გან­სჯად ცო­ცხალ­თა და მკვდარ­თა. მაგ­რამ ეს შემ­დგომ იქ­ნე­ბა, აწ კი დღე­სას­წა­უ­ლია ღვთის­გან­ცხა­დე­ბი­სა, ანუ შო­ბი­სა და ეს ორი სა­ხე­ლი აქვს ამ დღეს, რა­მე­თუ შო­ბის მიერ და ასეც იწო­დე­ბა ეს დღე ღმერ­თი გა­მოგ­ვე­ცხა­და კაც­თა... რათა მას, რო­მელ­მაც მოგ­ვა­ნი­ჭა ყო­ფი­ე­რე­ბა, მო­ე­ნი­ჭე­ბი­ნა კე­თილ­ყო­ფი­ე­რე­ბაც".

დიახ, ასე ახა­სი­ა­თე­ბენ წმინ­და­ნე­ბი უდი­დეს სა­უფ­ლო დღე­სას­წა­ულს. მისი უწ­მინ­დე­სო­ბის მიერ ჩვე­უ­ლე­ბად ქცე­უ­ლი ლა­მა­ზი რი­ტუ­ა­ლი იმას მი­ა­ნიშ­ნებს, რომ მორ­წმუ­ნე­ე­ბი მიდ­გო­მილ ღვთის­მშო­ბელს სა­კუ­თარ ბი­ნა­ში იხ­მო­ბენ, მხო­ლოდ შო­ბი­ლი ძის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად. სარ­კმელ­თან ან­თე­ბუ­ლი სან­თე­ლი მა­ცხოვ­რის შო­ბას­თან ერ­თად ღა­მის წყვდი­ა­დის გა­ფან­ტვას გა­ნა­სა­ხი­ე­რებს.


- რა­ტომ უნდა იყოს შო­ბის ღა­მეს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ტა­ძარ­ში და და­ეს­წროს საღვთო ლი­ტურ­გი­ას?

- შო­ბის დღე­სას­წა­უ­ლის ჩაწ­ვდო­მა, მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი პე­რი­ო­დის გა­რე­შე შე­უძ­ლე­ბე­ლია. ამი­ტო­მაც დად­გინ­და მარ­ხვის პე­რი­ო­დი. გაწ­მენ­დი­ლე­ბი უნდა შევ­ხვდეთ ყრმა მა­ცხო­ვარს და ან­გე­ლო­ზებ­რი­ვად ვუ­გა­ლო­ბოთ "დი­დე­ბა მა­ღალ­თა შინა ღმერ­თსა, ქვე­ყა­ნა­სა ზედა მშვი­დო­ბა და კაც­თა შო­რის სათ­ნო­ე­ბა". შო­ბის მო­ლო­დი­ნი მმარ­ხვე­ლის­თვის იგი­ვეა, რაც უდაბ­ნოს მზის ქვეშ გა­თან­გუ­ლი ადა­მი­ა­ნის­თვის, რო­მე­ლიც ხან­გრძლი­ვი, დამ­ღლე­ლი სი­ა­რუ­ლის შემ­დეგ წყა­როს მი­აგ­ნებს. მა­ცხო­ვა­რი კი და­უ­ლევ­ნე­ლი წყა­როა.


- ამ­ბო­ბენ, შო­ბის ღა­მეს სას­წა­უ­ლე­ბი ხდე­ბაო... ამა­ზე რა პა­სუ­ხი აქვს სა­სუ­ლი­ე­რო პირს?

- შო­ბის ღამე თა­ვად სას­წა­უ­ლია! მა­შინ მოხ­და მი­წის ზე­ცას­თან შე­რი­გე­ბა, და­კარ­გუ­ლი იმე­დის დაბ­რუ­ნე­ბა, მი­ვი­წყე­ბუ­ლი სა­მო­თხის მო­ძი­ე­ბა, ადა­მი­ა­ნის ღმერ­თთან დაბ­რუ­ნე­ბა. ღმერ­თის გა­ა­და­მი­ა­ნუ­რე­ბით, ადა­მი­ა­ნის გაღ­მრთო­ბას ჩა­ე­ყა­რა სა­ფუძ­ვე­ლი. ხა­რობს ხი­ლუ­ლი თუ უხი­ლა­ვი სამ­ყა­რო. შო­ბის ღამე ყვე­ლა­ზე მყა­რი ხი­დია, რომ­ლი­თაც ადა­მი­ა­ნე­ბი ძვე­ლი აღ­თქმი­დან ახალ აღ­თქმა­ში გა­და­დი­ან...


- ვინც ტა­ძარ­ში არ შეხ­ვდე­ბა ამ დღე­სას­წა­ულს, შინ რა უნდა გა­ა­კე­თოს?

- ამ დღის სი­ხა­რულს ვერ უძ­ლებს ზეცა. შე­უძ­ლე­ბე­ლია, თუ ჯან­სა­ღი ხარ, შო­ბას სახ­ლში, მხარ­თე­ძო­ზე წა­მო­წო­ლი­ლი შეხ­ვდე. ისიც შე­უძ­ლე­ბე­ლია, თუნ­დაც ტა­ძარ­ში იდგე, მაგ­რამ მარ­ხვის, ლოც­ვის, სი­ნა­ნუ­ლის და ზი­ა­რე­ბის გა­რე­შე, ეს და­უ­სა­ბა­მო სი­ხა­რუ­ლი გა­ნი­ცა­დო.


- რა ლოც­ვა უნდა წა­ი­კი­თხოს შო­ბის ღა­მეს ყვე­ლა ქრის­ტი­ან­მა... ალ­ბათ, სა­შო­ბაო ტრო­პა­რია, არა?

- შო­ბა­მან შენ­მან ქრის­ტე ღმერ­თო, აღ­მო­უბრწყინ­ვა სო­ფელ­სა ნა­თე­ლი მეც­ნი­ე­რე­ბი­სა, რა­მე­თუ, რო­მელ­ნი ვარ­სკუ­ლავ­სა მსა­ხუ­რე­ბენ, ვარ­სკუ­ლა­ვი­სა­გან ის­წა­ვეს თა­ყუ­ა­ნის-ცემაჲ შენი, მზეო სი­მარ­თლი­საო, რო­მე­ლი აღ­მობრწყინ­დი მაღ­ლით აღ­მო­სა­ვალ­თად, უფა­ლო დი­დე­ბა შენ­და!

ამ ლოც­ვის წა­კი­თხვა მო­უს­ვე­ნარ სი­ხა­რულს გა­ზი­ა­რებთ...


- რო­გორ ხვდე­ბო­დით ამ დღე­სას­წა­ულს, როცა პა­ტა­რა ბავ­შვი იყა­ვით?

- მახ­სოვს, ჯერ კი­დევ გა­უ­აზ­რებ­ლად მი­ხა­რო­და, რად­გან სა­ხა­რე­ბი­დან ვი­ცო­დი, რომ ვარ­სკვლავ­მა აუ­წყა კა­ცობ­რი­ო­ბას შო­ბის შე­სა­ხებ. მა­შინ სო­ფელ­ში ვცხოვ­რობ­დი, იან­ვა­რი ყო­ველ­თვის თეთ­რად იყო შე­მო­სი­ლი. შო­ბის ღამე კი თეთ­რი სტიქ­რით აუყ­ვე­ბო­და წა­ლენ­ჯი­ხის მა­ცხოვ­რის ფე­რის­ცვა­ლე­ბის ტაძ­რის აღ­მართს და მო­სახ­ლე­ო­ბას ზა­რე­ბის რეკ­ვით სა­შო­ბაო დი­ლის გა­თე­ნე­ბას აუ­წყებ­და.

ღა­მის თორ­მე­ტი რომ დად­გე­ბო­და, გა­რეთ გა­ვი­დო­დი, აივ­ნი­დან ავ­ხე­დავ­დი ზე­ცას, ვე­ძებ­დი იმ ვარ­სკვლავს, რო­მე­ლიც ბეთ­ლე­მის­კენ მი­უ­ძღო­და კა­ცობ­რი­ო­ბას. სი­დი­დის მი­ხედ­ვით ვად­გენ­დი: რო­მე­ლიც უფრო ბრწყი­ნავ­და, სა­ვა­რა­უ­დოდ, ის იქ­ნე­ბო­და. ეს იყო მთე­ლი ჩემი სა­შო­ბაო სამ­ზა­დი­სი.

მაგ­რამ ეს ღამე ჩემ­ში ჯერ წიგ­ნე­ბი­დან სა­მუ­და­მოდ დარ­ჩა. კერ­ძოდ, დოს­ტო­ევ­სკის მო­თხრო­ბით - "იესო ქრის­ტეს­თან ნაძ­ვის ხეს­თან" და ო ჰენ­რის ნო­ვე­ლით - "სა­შო­ბაო სა­ჩუ­ქა­რი" უფ­ლის გა­ცხა­დე­ბას ვხე­დავ­დი.

პირ­ვე­ლე­ბი, ვინც ახ­ლად­და­ბა­დე­ბულ მხსნელს თაყ­ვა­ნის­ცეს, მწყემ­სე­ბი იყ­ვნენ, ბუ­ნე­ბის ჭეშ­მა­რი­ტი შვი­ლე­ბი, რომ­ლებ­საც მა­ცხოვ­რის­თვის მხო­ლოდ თა­ვი­ან­თი გუ­ლის სა­გან­ძუ­რი შე­ეძ­ლოთ მი­ე­ძღვნათ, გუ­ლის სა­გან­ძე - სავ­სე უბ­რა­ლო­ე­ბით, რწმე­ნი­თა და მორ­ჩი­ლე­ბით. უკვე მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი სიბ­რძნით აღ­ჭურ­ვი­ლი მოგ­ვე­ბი მი­ვიდ­ნენ აღ­მო­სავ­ლე­თი­დან.

ეს ალ­ბათ იმა­ზე მე­ტყვე­ლებს, რომ გუ­ლის უბ­რა­ლო­ე­ბას და ღრმა კე­თილ­სინ­დი­სი­ერ მეც­ნი­ე­რე­ბას ერ­თნა­ი­რად მიჰ­ყავს ადა­მი­ა­ნი ქრის­ტემ­დე. მხო­ლოდ პირ­ვე­ლი გზა პირ­და­პი­რია, მოკ­ლე და უფრო სარ­წმუ­ნო, ვიდ­რე მე­ო­რე. მწყემ­სებს უშუ­ა­ლოდ ან­გე­ლო­ზებ­მა აუ­წყეს, ხოლო მოგ­ვებ­მა უტყვი ვარ­სკვლა­ვის გა­მო­ჩე­ნი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, ძნე­ლადსა­ვა­ლი და არ­ცთუ უხი­ფა­თო გზა გა­ი­ა­რეს, ვიდ­რე სა­სურ­ველ მი­ზანს მი­აღ­წევ­დნენ.

ოქრო, გუნ­დრუ­კი და მური თუ არ გვექ­ნა, გული წმინ­და და სული წრფე­ლი მი­ვარ­თვათ ძღვნად ახ­ლად­შო­ბილ ღმერ­თს. ამინ!


მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს

ამაღამ ახალმთვარეობაა სასწორში - რა ტენდენციები გააქტიურდება ცაზე და რისთვის უნდა მოემზადონ ზოდიაქოს ნიშნები ამაღამ ახალმთვარეობაა სასწორში - რა
ახა­ლი მთვა­რის თვის და­წყე­ბას ვე­ლო­დე­ბით 6 ოქ­ტომ­ბერს 15:05-ზე სას­წო­რის მე­თო­თხმე­ტე გრა­დუს­ში. ეს არის ახალმთავ­რე­ო­ბა - მზი­სა და
"სააკაშვილი უკიდეგანო პრივილეგიებს ებრძოდა... ამიტომაც ვადევნებთ თვალს მიმდინარე პროცესებს" - როგორ ეხმაურებიან აფხაზები სააკაშვილის გარშემო მიმდინარე მოვლენებს? "სააკაშვილი უკიდეგანო პრივილეგიებს
"ჩვენ­თვის სა­ა­კაშ­ვი­ლი და სა­ქარ­თვე­ლო სა­ინ­ტე­რე­სო აღარ არის..." - ასე ეხ­მა­უ­რე­ბა აფხა­ზე­თის მო­სახ­ლე­ო­ბის ერთი ნა­წი­ლი
როგორ ქრებიან ათონის მთიდან წმიდა მამები და ვინ იყვნენ უხილავი ბერები, რომელთა კვალს ვერასდროს პოულობდნენ როგორ ქრებიან ათონის მთიდან წმიდა
ათო­ნის მთა­ზე ბევ­რი მო­ნას­ტე­რია, მათ შო­რის ბერ­ძნუ­ლი, რუ­სუ­ლი, ბულ­გა­რუ­ლი, სერ­ბუ­ლი, რუ­მი­ნუ­ლი, არის სკი­ტი, სე­ნა­კი და კა­ლი­ვი
"დათო მაღაზიიდან გამოუყვანიათ და საქმის გარჩევა დაუწყიათ... 10-მდე ჭრილობა მიაყენეს" - რას ჰყვებიან სანზონაში მომხდარ მკვლელობაზე? "დათო მაღაზიიდან გამოუყვანიათ და
სან­ზო­ნა­ში 15 წლის ბიჭი მოკ­ლეს. AMBEBI.GE-ს გარ­დაც­ვლი­ლი დათო კ-ს მე­ზო­ბელ­მა უამ­ბო, რომ მკვლე­ლო­ბის მო­ტი­ვი, სა­ვა­რა­უ­დოდ, გო­გო­ნა
"ერთი ვაკელის დაკეტილ აგარაკზე იმალებოდნენ... ჭელიძემ გაქცევა სცადა, მაგრამ..." - ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულების დაკავების დეტალები "ერთი ვაკელის დაკეტილ აგარაკზე
დღეს სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა 22 წლის ნიკა კვა­რა­ცხე­ლი­ას მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი და მი­მალ­ვა­ში მყო­ფი აკო ჭე­ლი­ძე და გი­ორ­გი კა­ვი­ლა­ძე
1 თვის კოვიდინფიცირებული, რომელმაც 2 კვირა რეანიმაციაში გაატარა, სრულად გამოჯანმრთელდა 1 თვის კოვიდინფიცირებული, რომელმაც 2
ვატო 8 აგ­ვის­ტოს და­ი­ბა­და, ნა­ად­რე­ვად, წო­ნის დე­ფი­ცი­ტით... და­ბა­დე­ბის­თა­ნა­ვე და­ის­ვა ბაქ­ტე­რი­უ­ლი სეფ­სი­სის დი­აგ­ნო­ზი.
Прокомментировать
reload, if the code cannot be seen