название

ცნობილი თურქული ნიღაბი: აი, რას იყენებდნენ სულთნის ცოლები სილამაზისთვის

ცნობილი თურქული ნიღაბი: აი, რას იყენებდნენ სულთნის ცოლები სილამაზისთვის
სილამაზე 23.10.2021 2 965

თურქი ქალების სილამაზის საიდუმლოს შესახებ ბევრი მოსაზრება არსებობს. თუმცა ერთი რამ ცხადია, აღმოსავლელი ქალები თანამედროვე კოსმეტიკას კი არა, არამედ ნატურალურ საშუალებებს იყენებენ, რომელთაც ჯერ კიდევ მათი ბებიები ამზადებდნენ.


გთავაზობთ აღმოსავლური სილამაზის საიდუმლო რეცეპტს სახის კანის მოსავლელად. რეცეპტი ნატურალურ ინგრედიენტებს და ზეთებს შეიცავს. ამბობენ, რომ მათ ჯერ კიდევ ოსმალეთის იმპერიაში ჰარამხანაში იყენებდნენ. სწორედ იქ შეიქმნა სტანდარტები და პროცედურები, რომლებიც დღემდე აქტუალურია.


არსებობს 4 ძირითადი პროდუქტი, რომლებიც თურქ ლამაზმანებს ყოველთვის ხელთ აქვთ: ვარდის წყალი, სახლში მომზადებული ხაჭო, არგანის ზეთი, იოგურტი. ვარდის წყალი ნებისმიერი ტიპის კანს იდეალურად უხდება. ის დაბერებას ებრძვის და კანს ატენიანებს.არგანის ზეთი მასაჟისთვის გამოიყენება. სწორედ მისი დახმარებით ფორები იწმინდება და უჯრედების განახლება ხდება. მასაჟი კვირაში ერთხელ უნდა გაიკეთოთ. 1 ჩ/კ ზეთი საკმარისი იქნება. მასაჟის შემდეგ უბრალოდ ზეთის ნარჩენები თბილი, სველი პირსახოცით მოიშორეთ.ხაჭოს და იოგურტის ნარევით სახის მათეთრებელს გააკეთებთ. ასევე შეგიძლიათ რძე დაუმატოთ და მისი დახმარებით კანი კვირაში ორჯერ გაიწმინდოთ, რომ სახის ფერი გაათანაბროთ და უჯრედების გამოკვებას ხელი შეუწყოთ.



თურქების კვების რაციონში იოგურტი ყოველთვის არის. კანის მდგომარეობა კვების სისტემაზე არის დამოკიდებული. იოგურტი ორგანიზმს ტოქსინებისგან წმენდს, რისი წყალობითაც კანი უფრო ჯანსაღი ხდება.

ცოტა დარიჩინი და თაფლი

ეს ორი ინგრედიენტი სასწაულს ახდენს, როგორც კი მათ თმაზე წაისვამთ. ხოლო სახის კანზე კიდევ უფრო სწრაფ შედეგს იძლევა. თავად სცადეთ:

ინგრედიენტები:

3 ს/კ საკვები სოდა

1 ჩ/კ თაფლი

1 ჩ/კ თხევადი E ვიტამინი

1 მწიკვი დაფქული დარიჩინი

4 ჩ/კ ნაღები ან რძე

ყველა ინგრედიენტი ერთმანეთს აურიეთ, სქელი მასა უნდა მიიღოთ. სქელ ფენად სუფთა სახის კანსა და კისერზე გადაინაწილეთ. დაელოდეთ, სანამ შეშრება და ჩამოიბანეთ. თვალის და ტუჩის ირგვლივ კანზე არავითარ შემთხვევაში არ წაისვათ.სახის ფერი უფრო ნათელი გახდება. ფორები შევიწროვდება, ხოლო სახის კონტური უფრო გამოკვეთილი გახდება.


ნიღაბი აღმოჩენა - აი, ასე უწოდებენ მას ქალები, რომლებმაც ნიღაბი უკვე გამოცადეს. სცადეთ და დარწმუნდით, თუ რამდენად ეფექტურია თურქული მეთოდი.


მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს

მოზარდის კვების რაციონი იმუნიტეტის გასაძლიერებლად და თავის ტვინის აქტივობის გასაუმჯობესებლად - გიორგი ღოღობერიძის რჩევები მოზარდის კვების რაციონი იმუნიტეტის
ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“- ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ მოზარდების კვების რაციონსა და დღის რეჟიმზე ისაუბრა.
"სამუშაოდან რომ გამოვედი, ფრჩხილებს დავხედე და საკუთარი თავი შემეცოდაო" - რა ისტორიებს ჰყვება ამერაკაში მცხოვრები ქართველი "სამუშაოდან რომ გამოვედი,
ქალები საქართველოდან"ფარგლებში გამოქვეყნდა ბელა მაღლაფერიძის ისტორია, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: ბელა მაღლაფერიძე, ნიუ იორკი, 34 წლის
ეს დიეტა იაპონიაში იმდენად პოპულარული გახდა, რომ ქვეყანაში ბანანის დეფიციტი შეიქმნა ეს დიეტა იაპონიაში იმდენად პოპულარული
დიეტის უამრავი ვარიანტი არსებობს, რომელსაც რეალურად შეუძლია, ადამიანს ჭარბი წონის მოცილებაში დაეხმაროს. მაგრამ, დიეტის დაცვის დროს, მთავარი მხოლოდ
"სააკაშვილი უკიდეგანო პრივილეგიებს ებრძოდა... ამიტომაც ვადევნებთ თვალს მიმდინარე პროცესებს" - როგორ ეხმაურებიან აფხაზები სააკაშვილის გარშემო მიმდინარე მოვლენებს? "სააკაშვილი უკიდეგანო პრივილეგიებს
"ჩვენ­თვის სა­ა­კაშ­ვი­ლი და სა­ქარ­თვე­ლო სა­ინ­ტე­რე­სო აღარ არის..." - ასე ეხ­მა­უ­რე­ბა აფხა­ზე­თის მო­სახ­ლე­ო­ბის ერთი ნა­წი­ლი
Прокомментировать
reload, if the code cannot be seen