название

ბრინჯის ფქვილი - უნიკალური ინგრედიენტი კანის გაახალგაზრდავების წარმოუდგენელი ეფექტით!

ბრინჯის ფქვილი - უნიკალური ინგრედიენტი კანის გაახალგაზრდავების წარმოუდგენელი ეფექტით!
სილამაზე 30.10.2021 224

თანამედროვე სამყაროში კანის გაახალგაზრდავებისა და გაჯანსაღების უამრავი საშუალება არსებობს, მათ შორის კი ყველაზე ეფექტური და ხელმისაწვდომი სახის ღრმა წმენდაა.

იცით, რატომ შედგება იაპონური და კორეული კანის გამაახალგაზრდავებელი საშუალებები 80 % ბრინჯის ფქვილისგან? აღმოსავლეთ აზიის ცნობილი ბრენდების დეკორატიული კოსმეტიკაც კი (ჩრდილები, პუდრი და სხვა...) სწორედ ამ ინგრედიენტზეა დაფუძნებული.


ამის მიზეზი პირველ რიგში ის არის, რომ ის ბუნებრივი საშუალებაა და უსაფრთხო. მეორეც, ბრინჯის ფქვილი - კანისთვის ახალგაზრდობის შენარჩუნების უტყუარი საშუალებაა. ბრინჯს ოდითგანვე ალბობდნენ იმისათვის, რომ დარბილებულიყო, შემდეგ დაენაყათ და მიღებული მასა გაეშროთ.


დღეს ამდენი რამის გაკეთება არ არის საჭირო, საფქვავზე ერთი ხელის დაჭერით, ფქვილად აქცევთ ამ შესანიშნავ პროდუქტს. 15 წამი რამდენიმე წლის მოსაკლებად - ნამდვილად მომგებიანი ინვესტიციაა!

ბრინჯის ფქვილის თვისებები

აკთებს კანის ნაზ პილინგს და ათნაბრებს ტექსტურას. ბრინჯის ფქვილის წმინდა ნაწილაკები კანზ დაზიანების გარეშე, ფაქიზად ასუფთავებენ. ამიტომაც მისი გამოყენება ყველაზე მგრძნობიარე კანის მქონეთაც შეუძლიათ. ის სრულიად ჰიპოალერგიულია.

კანის გაღიავება და მისთვის ბზინვარების მინიჭება. ბრინჯის ფქვილს მათეთრებელი ეფექტიც აქვს. ერთი კვირის შემდეგ დაივიწყებთ კანის ჩაჟამებულ ფერს და გამოაცოცხლებთ მას. ხოლო 1-1,5 თვეში პიგმენტაცია (თუკი ის გქონდათ), პრაქტიკულად შეუმჩნეველი გახდება.

ავიწროვებს ფორებს. ბრინჯის ფქვილი - შესანიშნავი აბსორბენტია და საუკეთესოდ ებრძვის გადაჭარბებულ ცხიმიანობას. აქრობს ანთებით პროცესს, კანის სიწითლეს, ებრძვის გამონაყარს, ასაკობრივსაც და გამოაქვს კანიდან მავნე ნივთიერებები.

ჭიმავს და ამკვრივებს კანს. კალიუმი, რომლითაც მდიდარია ბრინჯის ფქვილი მასაჟის ეფექტთან კომპლექსში კანის გაახლებას და კოლაგენის გამოყოფას უწყობს ხელს. კანი მკვრივდება, სახის ოვალი ბევრად მკვეთრი ხდება.

ინტენსიური კვება და დატენიანება. ვიტამინების, მინერალებისა და ამინომჟავების კომპლექსი კანს კვებავს და უნარჩუნებს მას ტენიანობას.

კანის მოვლის საშუალებები ბრინჯის ფქვილისგან

გამაახალგაზრდავებელი ბრიჯნის სკრაბი

2-3 ჩ/კ ბრინჯის ფქვილს დაუმატეთ 1 ს/კ თბილი წყალი ან რძე. დაიდეთ მიღებული ფაფა კანზე თანაბარ ფენად და გაიჩერეთ 3 წუთი, შემდეგ დაიმასაჟეთ კანი თითის ბალიშებით 5 წუთის განმავლობაში. ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

ბრინჯის კომპლექსი  განტვირთვისთვის

2-3 ჩ/კ ბრინჯის ფქვილს შუერიეთ 200 მლ ძალიან თბილი წყალი (მაგრამ არა ცხელი). დაასველეთ მიღებულ ხსნარში ბამბის პირსახოცი ან ნიღბისთვის განკუთვნილი ქსოვილი, ოდნავ გაწურეთ და დაიდეთ სახესა და ყელზე. წამოწექით კომპრესით 10-15 წუთი. სურვილისამებრ შეგიძლიათ გაიხანგრძლივოთ პროცედურა: უბრალოდ კიდევ ერთხელ დაასველეთ ხსნარში ქსოვილი.

მატონიზირებელი ბრინჯის ყინული

კომპრესის გაკეთების შემდეგ გაციებული ხსნარი გაანაწილეთ ყინულის კუბიკების ფორმებში, გაყინეთ და დილით, პირის დაბანის შემდეგ, ასევე საღამოს მაკიაჟის ჩამოშორების შემდეგ, წაისვით მატონიზირებელი ყინული მთელ სახესა და ყელზე.

ბრინჯის ნიღაბი კანისა და ყელის ნაოჭების გასასწორებლად

1 ს/კ ბრინჯის ფქვილი აურიეთ 2 ს/კ სქელ არაჟანში. წაისვით მიღებული ნიღაბი სახესა და ყელზე. გაიჩერეთ 20 წუთი, ჩამოიბანეთ თბილი წყლით, შემდეგ გაიწმინდეთ ბრინჯის ყინულით.

კანის დამჭიმავი ბრინჯის ნიღაბი

2 ჩ/კ ბრინჯის ფქვილი აურიეთ 1 კვერცხის ცილაში. წაისვით გაწმენდილ სახესა და ყელზე. 10 წუთში ჩამოიბანეთ თბილი წყლით, შემდეგ კი წაისვით ბრინჯის ყინული.


მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს

შენს დაბადების თვეს თავისი ფერი აქვს – გაიგე, რას ნიშნავს ეს შენთვის, ჯერ დაწერეთ თვე და შემდეგ ნახეთ შენს დაბადების თვეს თავისი ფერი აქვს –
ყველა ფერს აქვს საკუთარი ენერგეტიკა, რომლის გამოყენება სხვადასხვანაირადაა შესაძლებელი. ასტროლოგი და ნუმეროლოგი მუშელ ბერჰარდი ამბობს: «ფეროსტროლოგია
ეფექტური ნიღაბი აცეტილსალიცილმჟავის საფუძველზე - გაქრება სიწითლე, შავი წერტილები, შევიწროვდება ფორები, აღმოიფხვრება მცირე ნაოჭები ეფექტური ნიღაბი აცეტილსალიცილმჟავის
ეფექტური ნიღაბი აცეტილსალიცილმჟავის საფუძველზე - გაქრება სიწითლე, შავი წერტილები, შევიწროვდება ფორები, აღმოიფხვრება მცირე ნაოჭები
იცოდით, როგორი წყალი უწყობს ხელს სიმსუქნეს? ის რაც ყველამ უნდა იცოდეს იცოდით, როგორი წყალი უწყობს ხელს
იცოდით, როგორი წყალი უწყობს ხელს სიმსუქნეს? ის რაც ყველამ უნდა იცოდეს
მუდმივი ახალგაზრდობის კრემი. ნაოჭები გაქრება და სახის ოვალი 20 წლის გოგოსავით გექნებათ მუდმივი ახალგაზრდობის კრემი. ნაოჭები
მუდმივი ახალგაზრდობის კრემი. ნაოჭები გაქრება და სახის ოვალი 20 წლის გოგოსავით გექნებათ
თუ გიყვართ კარტოფილი, შეწყვიტეთ რასაც არ უნდა აკეთებდეთ და წაიკითხეთ სტატია! თუ გიყვართ კარტოფილი, შეწყვიტეთ რასაც
*თუ გიყვართ კარტოფილი, შეწყვიტეთ რასაც არ უნდა აკეთებდეთ და წაიკითხეთ სტატია!* კარტოფილი მცენარეა, რომელიც ძაღლყურძენასებრთა ოჯახს მიეკუთვნება.
რისგან შედგება საკმეველი და რატომ კურნავს დაავადებებს რისგან შედგება საკმეველი და რატომ
ის ფაქტი, რომ საკმეველის არომატი კურნავს სულიერ ტკივილს, ანიჭებს ადამიანს სიმშვიდისა და დაცულობის შეგრძნებას, ბევრისთვის არის ცნობილი. თუმცა ბევრმა
Прокомментировать
reload, if the code cannot be seen