название

"ქმარი არც კი მეკითხება, რატომ არ ავმდგარვარ 5 დღეა საწოლიდან... შვილებსაც აღარ ვაქცევ ყურადღებას, საძილე აბებს ვსვამ და ვითიშები..." - როცა ქალი ქმარს განქორწინებისთვის ვერ იმეტებს და შვილები ზარალდებიან

"ქმარი არც კი მეკითხება, რატომ არ ავმდგარვარ 5 დღეა საწოლიდან... შვილებსაც აღარ ვაქცევ ყურადღებას, საძილე აბებს ვსვამ და ვითიშები..." - როცა ქალი ქმარს განქორწინებისთვის ვერ იმეტებს და შვილები ზარალდებიან
სხვა 03.11.2021 514

დაზუსტებით ვერ ვიტყვით, როდის გაჩნდა აზარტული თამაშები, თუმცა ითვლება, რომ ისინი სხვადასხვა ფორმით ადამიანის არსებობის ყველა ეტაპზე არსებობდა. აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების შედეგი ყოველთვის არის მოთამაშის დაკარგული საუკეთესი წლები, მევალეების, მევახშეების, ბანკებისა და ლომბარდების გრძელი ჩამონათვალი, ოჯახიდან მოპარული და გაყიდული ნივთები, შვილებისთვის პირიდან გამოცლილი ლუკმა, გაუბედურებული ცხოვრება, დაუსრულებელი ბრძოლა საკუთარ თავთან და სხვა მრავალი.

რამდენიმე დღის წინ რედაქციაში ახალგაზრდა ქალის წერილი მივიღეთ, რომლის ოჯახშიც მწვავედ დგას ეს პრობლემა. ადრესატმა ანონიმურად დარჩენა გადაწყვიტა და რჩევა გვკითხა. წერილს მისივე თანხმობით უცვლელად გთავაზობთ:

„ამ

წერილს ჩემი საძინებლიდან გწერთ. ფანჯრები ისე მაქვს ჩარაზული და მუქი ფარდები ისე მაქვს ჩამოფარებული, რომ მზის შუქმა არ შემოაღწიოს, არავის ხმა არ მესმოდეს და არავის ვხედავდე. არ ვიცი, როგორ ვიპოვე საკუთარ თავში ძალა, რომ ჩემი გასაჭირის შესახებ დამეწერა. მაგრამ, ალბათ ახლა შველას უცნობ ადამიანებში ვხედავ და მათი გამხნევება, რჩევები უფრო მჭირდება, ვიდრე ახლობლების, ნაცნობების და მეგობრების.

15 წლის წინ, სიყვარულით დავოჯახდი. მაშინ ჩემზე ბედნიერი არავინ მეგონა. ასე გაგრძელდა წლები. გვეყოლა სამი არაჩვეულებრივი გოგონა და ჩვენი ცხოვრების სტიმული. თუმცა, ჩვენს ურთიერთობაში 3-4 წლის წინ დიდმა პრობლემამ იჩინა თავი. დაიწყო გაუთავებელი ტყუილები, გაჭირვება, დაძაბულობა, გაუცხოება. როგორც აღმოჩნდა, ჩემი მეუღლე აზარტული თამაშებით დაინტერესდა და თითოულ თეთრს სწორედ აქ

ხარჯავდა. ნელ-ნელა დაცარიელდა მაცივარი, ჩემს შვილებს მოაკლდათ ყველაფერი, რაც მანამდე ჰქონდათ. დაიწყო ჩვენს ტელეფონებზე ფარული, მუქარის შემცველი ზარები, მოვალეთა სახლში მოვარდნები, ჩხუბები და ა.შ. მოკლედ არ მინდა ყველა დეტალის გახსენება, რადგან ეს ძალიან მძიმეა ჩემთვის. უკვე ოთხი წელია დამღალა დაუსრულებელმა, ფუჭმა დაპირებებმა, რომ ეს ბოლოა... 

თითქოს სადღაც დავიკარგე, ყველაფრის ხალისი გამიქრა, შვილებიც კი დავივიწყე, არ ვპასუხობ მეგობრების ზარებს. თავთან ყველაზე ძლიერი საძილე საშუალებები მილაგია. როცა საშინელი გრძნობები შემომიტევს, ვსვამ და ღრმა ძილს ვეძლევი, მხოლოდ ეს მაძლევს შველას. გამოფხიზლებულს წამიერად მინდება ავდგე, ჩემი შვილები გულში ჩავიკრა, ვუთხრა, რომ ყველაფერი დამთავდა, მოვკიდო ხელი და სადმე შორს გადავიკარგო, მაგრამ ძალა არ მყოფნის. მერე ისევ საძილე საშუალებებს ვსვამ და კვლავ ღრმა ძილს ვეძლევი. ჩემი ახლობელი ადამიანი მირჩევს გაშორდიო. ესეც მეცოდება, ვიცი უარესად გაუბედურდება, იქნებ სუიციდამდეც მივიდეს. მამამთილი არ მყავს. ჩემი დედამთილიც ვერაფერს ხდება მასთან. სიმართლე რომ გითხრათ, დიდად არც ცდილობს, რეალობას თვალს არ უსწორებს და მისი შვილის პრობლემას ბოლომდე ვერ აღიარებს. რომ არ ვიჩხუბო, სცენები არ დავდგა, ჩემს დედამთილს ფულიც მოუცია და უთქვამს, რომ ჩემმა ქმარმა დამიტოვა დილით. მერე გამიგია, რომ თავისი პენსიის ფული ყოფილა. ვერ ხვდება, რომ ამით თავის შვილს დათვურ სამსახურს უწევს. იმის მაგივრად კუთხეში მიიმწყვდიოს, ყველანაირი დახმარება შეუწყვიტოს, ფაქტის წინაშე დააყენოს, ჩუმად (და დარწმუნებული ვარ, გაუაზრებლად) ხელს უწყობს, მისთვის მთავარია ჩვენ არ ვიჩხუბოთ.

ჩემი ქმარი ჩემს ახლანდელ მდგომარეობას არ იმჩნევს, არც კი მეკითხება, რატომ არ ავმდგარვარ 5 დღეა საწოლიდან, რატომ არაფერი მჭამია და ა.შ. ალბათ ბედნიერიცაა, არხეინად თამაშობს, ხელს არავინ უშლის და არავინ ეჩხუბება. ბავშვები ბებიას მიეკედლნენ. ალბათ მათთვის როგორი მძიმეა ჩემი ამ მდგომარეობაში ნახვა... იქნებ თქვენ მაინც მირჩიოთ, როგორ დავუბრუნდე ჩვეულ ცხოვრებას? რა ვიღონო და როგორ დავდგე ფეხზე?"


აღნიშნული პრობლემის შესახებ ევროპის ლიცენზირებულ გეშტალტ ფსიქოთერაპევტს მარიამ სისაურს ვესაუბრეთ. მან საინტერესო და გასათვალისწინებელი რჩევები გაგვიზიარა ლუდომანიაზე:
- 2019 წლის მონაცემებით, საქართველოში საშუალოდ 400.000 უნიკალური ექაუნთი არსებობს. ეს არის კატასტროფული ციფრი ასეთი პატარა ქვეყნისთვის. ამ 400.000 უნიკალური ექაუნთიდან რამდენია აქტიური, ვერ გეტყვით. რა თქმა უნდა, ყველა აქტიური ვერ იქნება. არიან ადამიანები, ვისაც აქვს ექაუნთი, მაგრამ შესაძლოა წელიწადში ერთხელ შედიან და თამაშობენ. რეალურად ამ 400.000-დან ნახევარიც რომ იყოს აქტიური, ჩვენი ქვეყნისთვის ესეც დიდი ციფრი და საგანგაშო მდგომარეობაა. ასევე, კაზინოების წლიური ბრუნვა და შემოსავალიც რომ ვნახოთ, ესეც მეტყველებს იმაზე, თუ რამდენი ადამიანი თამაშობს. 2021 წლის მონაცემები სულ ახლახანს გამოქვეყნდა და როგორც ცნობილი გახდა, საქართველოშო კაზინოების წლიური ბრუნვა 31 მილიარდი ლარია. ესეც ძალიან დიდი ციფრია.

- რა ფაქტორებმა შეიძლება განაპირობოს აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება?

- ნებისმიერი ადამიანი შეიძლება გახდეს აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული. თამაშის დროს ტვინის უჯრედებში ისეთი პროცესები მიდის, რომელიც შემდეგ იწვევს დამოკიდებულებას. ლუდომანია გაიგივებულია ნარკოტიკულ თრობასთან. აქაც იგივე პროცესები მიდის, რაც ნარკოტიკული თრობისას, ოღონდ უფრო სწრაფად. მაგალითად, თუ სლოტზე თამაშობს ადამიანი, ხელის დაჭერიდან ციფრების დაფიქსირებამდე ტვინი გამოყოფს ბედნიერების ჰორმონს, არის ეიფორიული მდგომარეობა, რაც შემდეგში იწვევს დამოკიდებულებას. როგორც გითხარით, თამაში უფრო სწრაფ შეგრძნებებს იწვევს ადამიანში, ვიდრე ნელ-ნელა თრობა.

- რა არის გამოსავალი?

- მსოფლიოში სამი ყველაზე მწვავე დამოკიდებულება არსებობს. ეს არის ნარკოდამოკიდებულება, ალკოჰოლდამოკიდებულება და თამაშდამოკიდებულება. თამაშდამოკიდებულება ამ სამიდან ყველაზე მძიმეა. ის არის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ფსიქიკურ დაავადებათა რიცხვში შეყვანილი და აქვს თავისი უნიკალური კოდი მინიჭებული, ანუ დაავადებად არის აღიარებული. საქართველოს ჯანდაცვას კი ეს დაავადებად არ უღიარებია. შესაბამისად, მსოფლიოში უამრავი პროგრამა არსებობს ამ მიმართულებით. ეს არის ქრონიკული დავადება, რომელიც არ იკურნება. მას სჭირდება მუდმივი რემისიული პროცესი. თამაშდამოკიდებული ადამიანი მუდმივად უნდა გადიოდეს გამოჯანმრთელების პროცესს. მისთვის, თუნდაც წლები არ ითამაშოს აზარტული თამაშები, არ არის რეკომენდებული თუნდაც მეგობართან ითამაშოს ჯოკერი. ეს შესაძლოა გახდეს მაპროვოცირებელი, რომ მან კვლავ დაიწყოს თამაში. ის შესაძლოა ნებისმიერ დროს მიუბრუნდეს თამაშს. ამიტომ სჭირდება მუდმივი რეაბილიტაცია. პრაქტიკულად ამის გარეშე შეუძლებელია ადამიანმა დაძლიოს ეს დამოკიდებულება. მინიმალური პროცენტია, რომ მან დამოუკიდებლად დაამარცხოს ეს პრობლემა.

- ჩვენს რესპონდენტს რას ურჩევთ?

- დამოკიდებულება ითვლება კომპლექსურ, ოჯახურ დამოკიდებულებად. თუ თამაშდამოკიდებული რეაბილიტაციის პროცესშია, აუცილებელია მეუღლე, მშობლები, შვილებიც ჩაერთონ ამ პროცესში. სხვა შემთხვევაში ძალიან რთულია შედეგის მიღწევა. პირობითად მეუღლე, რომელიც ასევე თანადამოკიდებულია, ძალიან ხშირად შეიძლება იყოს მაპროვოცირებელი, რომ დაუბრუნდეს ადამიანი თამაშს, ან დაიწყოს თამაში. სამწუხაროდ, ოჯახის წვერები ძალიან გვიან ხვდებიან, რომ ადამიანს აქვს პრობლემა თამაშთან მიმართებაში. თავიდან ისინი ხედავენ, როგორ ჯდება მათი ოჯახის წევრი კომპიუტერთან ნახევარი საათი და თამაშობს სლოტს, შემდეგ - ერთი საათი, მაგრამ ეს პრობლემად არ მიაჩნიათ. როდესაც უკვე საქმე დგება უდიდეს ვალებზე, სამსახურის დაკარგვაზე, სახლის გაყიდვაზე, მაშინ ხვდებიან, რომ რაღაც ცუდი მოხდა მათ ცხოვრებაში. ამიტომ აუცილებელია, რომ ოჯახის წევრი თვითონაც ჩაერთოს რეაბილიტაციის პროცესში. ხშირად ოჯახის წევრი ცუდ წამხალისებელს თამაშობს და სასათბურე პირობებს უქმნის მოთამაშეს. ამ შემთხვევაში იგივე დედა, რომელიც ფარულად ცდილობს შვილის პრობლემების მოგვარებას ფულით. სწორედ ასეთი ჰიპერმზრუნველი დედები ზრდიან შემდეგ დამოკიდებულ ადამიანს.
მსოფლიოში ლუდომანებს აქვთ ყველაზე დიდი პროცენტულობა იმისა, რომ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულონ. თუ არ დაიწყო გამოჯანმრთელების პროცესი და ამაში არ ჩაერთნენ ოჯახის წევრები, ისინი მარტონი რჩებიან. ამიტომ აუცილებელია რეაბილოტაცია ფსოქოთერაპევტთან და რესოციალიზაცია, რომელზეც უკვე პასუხისმგებლობა სახელმწიფომ უნდა აიღოს.
კონკრეტული ადამიანის შემთხვევაში ძალიან მძიმე სურათია. ამ ეტაპზე მთავარია ქალბატონის რეაბილიტაცია. შესაძლოა დღეს მას უფრო სჭირდებოდეს ფსიქოლოგის დახმარება, ვიდრე მის ლუდომან მეუღლეს. რაოდენ რთული და მტკივნეულიც არ უნდა იყოს, მან უნდა გააცნობიეროს და აღიაროს, რომ ჰყავს ქრონიკული დაავადების მქონე მეუღლე. შეეგუოს იმ აზრს, რომ ის ყოველ ჯერზე იმედგაცრუებული დარჩება. მათ ურთიერთობაში ბევრი იქნება ფუჭი დაპირებები. გამოსავლის ძიება მხოლოდ ამ აღიარების შემდეგ იწყება. ვურჩევდი უფასო ფსიქოლოგიურ კონსულტაციას, თუნდაც ონლაინ. ეს თემა იმდენად ინდივიდუალურია, ამას სჭირდება კვალიფიცირებული თერაპევტი და ინდივიდუალური მიდგომა. მან უნდა გააცნობიეროს, რომ სჭირდება ფსიქოლოგის კონსულტაცია. მთავარია, თავად იპოვოს საკუთარ თავში ძალა წამოდგომის. ეს პირველ რიგში უნდა გააკეთოს საკუთარი თავისთვის, შემდეგ - შვილებისთვის და მეუღლისთვის. გაათვითცნობიეროს, რომ ეს იქნება რთული და ხანგრძლივი გზა, რომელიც ურთიერთშეთანხმებით, ერთად უნდა გაიარონ.
მერი ბლიაძე


მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს

"ქმარი არც კი მეკითხება, რატომ არ ავმდგარვარ 5 დღეა საწოლიდან... შვილებსაც აღარ ვაქცევ ყურადღებას, საძილე აბებს ვსვამ და ვითიშები..." - როცა ქალი ქმარს განქორწინებისთვის ვერ იმეტებს და შვილები ზარალდებიან "ქმარი არც კი მეკითხება, რატომ არ
დაზუსტებით ვერ ვიტყვით, როდის გაჩნდა აზარტული თამაშები, თუმცა ითვლება, რომ ისინი სხვადასხვა ფორმით ადამიანის არსებობის ყველა ეტაპზე არსებობდა.
"იძულებული ვიყავი, შევრიგებოდი. თან მემუქრებოდა, თან სიყვარულს მეფიცებოდა..." "იძულებული ვიყავი, შევრიგებოდი.
"იძულებული ვიყავი, შევრიგებოდი. თან მემუქრებოდა, თან სიყვარულს მეფიცებოდა..."
ჩემმა ყოფილმა ცოლმა 2 თვის მუცელი მოიშალა და ძალიან გავბრაზდი… გავიდა წლები და მოულოდნელად სამსახურში ჩემთან ერთი ბიჭი მოვიდა, ისეთი რამ მითხრა გაოცებისგან ენა ჩამივარდა… ჩემმა ყოფილმა ცოლმა 2 თვის მუცელი
ცოლი თითქოს სიყვარულით შევირთე, მაგრამ, სამი თვის შემდეგ აღმოვაჩინეთ, რომ საერთოდ არ გვესმის ერთმანეთის და აბსოლუტურად უცხოები ვართ ერთმანეთისთვის.
"მანამ ვერ დავიჯერე რომ მღალატობდნენ, ვიდრე ჩემი ქმარი ჩემ დაქალთან ერთად ქვეყნიდან არ გაიქცა" "მანამ ვერ დავიჯერე რომ
"მანამ ვერ დავიჯერე რომ მღალატობდნენ, ვიდრე ჩემი ქმარი ჩემ დაქალთან ერთად ქვეყნიდან არ გაიქცა"
ნათელმხილველმა მითხრა, რომ ბავშვს გავაჩენდი, რომელიც მთელს ოჯახს დაგვხოცავდა, არ დავიჯერე მისი ნათქვამი, მაგრამ თურმე მართალს მეუბნებოდა ნათელმხილველმა მითხრა, რომ ბავშვს
” 25 წლის ასაკში გავთხოვდი, მაშინ 25 წელი უკვე ძალიან გვიანი იყო. დედაჩემის დაჟინებული მოთხოვნით, აუცილებელი იყო ჩემი გათხოვება, რომ მეზობლებს არ
"სამუშაოდან რომ გამოვედი, ფრჩხილებს დავხედე და საკუთარი თავი შემეცოდაო" - რა ისტორიებს ჰყვება ამერაკაში მცხოვრები ქართველი "სამუშაოდან რომ გამოვედი,
ქალები საქართველოდან"ფარგლებში გამოქვეყნდა ბელა მაღლაფერიძის ისტორია, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: ბელა მაღლაფერიძე, ნიუ იორკი, 34 წლის
Прокомментировать
reload, if the code cannot be seen