название

”მომატყუეს და ფილერის მაგივრად ბიოპოლიმერი შემიყვანეს. საშინელი დღეები გადავიტანე...” – რა დაემართა ეკა ყუშიტაშვილს?

”მომატყუეს და ფილერის მაგივრად ბიოპოლიმერი შემიყვანეს. საშინელი დღეები გადავიტანე...” – რა დაემართა ეკა ყუშიტაშვილს?
სხვა 23.11.2021 1 301

ეკა ყუ­ში­ტაშ­ვი­ლი თაღ­ლი­თო­ბის მსხვერ­პლი გახ­და ეს­თე­ტი­კის ცენტრში, ამის შესახებ ”ამბები.ჯი” -წერს:

“22 წლის ვი­ყა­ვი, გა­მო­უც­დე­ლი, თურ­მე მო­მა­ტყუ­ეს და ფი­ლე­რის მა­გივ­რად ბი­ო­პო­ლი­მე­რი შე­მიყ­ვა­ნეს ტუჩ­ში. სახ­ლში მი­სულ­მა აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ ტუ­ჩის ერთი მხა­რე დიდი იყო, მე­ო­რე კი – პა­ტა­რა. გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის შემ­დეგ ისევ მი­ვე­დი და ისევ და­მი­მა­ტეს. მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ ფი­ლერს მი­კე­თებ­დნენ. ბი­ო­პო­ლი­მე­რი ეს არის ე.წ. სი­ლი­კო­ნი, რო­მე­ლიც რო­გორც კი ორ­გა­ნიზ­მთან შე­დის რე­აქ­ცი­ა­ში, მა­შინ­ვე ქვავ­დე­ბა და მისი ამოკ­ვე­თის გარ­და სხვა გზა არ არის. თან­და­თან მა­წუ­ხებ­და, სახე მი­შუპ­დე­ბო­და და ტუ­ჩის ფორ­მაც კი­დევ უფრო უა­რე­სი გა­მიხ­და. გა­დავ­წყვი­ტე გა­მო­სა­ვა­ლი მე­პოვ­ნა”.

გა­მო­სავ­ლის ძი­ე­ბა­ში ეკა ყუ­ში­ტაშ­ვი­ლი კი­დევ ერთი თაღ­ლი­თო­ბის მსხვერ­პლი გახ­და ეს­თე­ტი­კის კი­დევ ერთ ცენ­ტრში.

“თვე­ში ვიხ­დი­დი 800 ლარს, ვი­თომ რა­ღაც პრო­ცე­დუ­რებს მი­კე­თებ­დნენ. იცოდ­ნენ, რომ ბი­ო­პო­ლი­მე­რის გა­წო­ვა არ ხდე­ბა და უტიფ­რად მა­ტყუ­ებ­დნენ. სარ­გებ­ლობ­დნენ ჩემი გა­უც­ნო­ბი­ე­რებ­ლო­ბით ამ კონ­კრე­ტულ სა­კი­თხში. ამ პრო­ცე­დუ­რე­ბის შემ­დეგ კი­დევ უფრო შე­მი­შუპ­და სახე. ექოს­კო­პია რომ გა­ვი­კე­თე კის­ტა აღ­მო­მაჩ­ნდა. სულ უფრო მირ­თულ­დე­ბო­და მდგო­მა­რე­ო­ბა. ფაქ­ტობ­რი­ვად, ტუ­ჩის ქვეშ ახა­ლი ტუჩი ამომ­დი­ო­და. სა­უბ­რის დროს მე­კბი­ნე­ბო­და ხოლ­მე ტუჩ­ზე და სის­ხლი მომ­დი­ო­და. სა­ში­ნე­ლი დღე­ე­ბი გა­და­ვი­ტა­ნე. ფი­ზი­კურ ტკი­ვი­ლებ­თან ერ­თად ემო­ცი­უ­რად კი­დევ უფრო მძი­მე იყო ეს ყვე­ლა­ფე­რი”, – გვიყ­ვე­ბა ეკა ყუ­ში­ტაშ­ვი­ლი.

ა.წ. 21 მა­ისს, ეკამ ურ­თუ­ლე­სი ოპე­რა­ცია გა­ი­კე­თა. მისი თქმით, მსგავ­სი ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვა სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლად ჩა­ტარ­და.

“ჩა­მი­ტარ­და ზედა და ქვე­და ტუ­ჩის პლას­ტი­კა, 5 – სა­ა­თი­ა­ნი ნარ­კო­ზით. ოპე­რა­ცია სან­დრო კუ­ტუ­ბი­ძეს­თან გა­ვი­კე­თე. აქამ­დე ყვე­ლა ერი­დე­ბო­და ამ ოპე­რა­ცი­ას, რად­გან ქი­რურ­გი­უ­ლი კვე­თის დროს ერთი ნერ­ვიც რომ და­ზი­ან­დეს, ადა­მი­ანს შე­იძ­ლე­ბა სახე გა­უ­შეშ­დეს და მი­მი­კე­ბის გა­რე­შე მო­უ­წი­ოს ცხოვ­რე­ბა. ორი­ვე ტუ­ჩი­დან ამო­მი­ღეს ბი­ო­პო­ლი­მე­რი, სა­ბო­ლო­ოდ, ყვე­ლა­ფერ­მა კარ­გად ჩა­ა­რა, მაგ­რამ რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პე­რი­ო­დი იყო ურ­თუ­ლე­სი. 2 კვი­რა ვერ ვლა­პა­რა­კობ­დი, ვერც ვჭამ­დი. ბოლო სამი დღეა, რაც და­ვი­წყე ლა­პა­რა­კი და მსუ­ბუ­ქი საკ­ვე­ბის მი­ღე­ბა. უამ­რა­ვი ნა­კე­რი მაქვს პი­რის ღრუ­ში. კი­დევ 2 კვი­რა მჭირ­დე­ბა, რომ ჭრი­ლო­ბა შე­ხორ­ცდეს. იმ ყვე­ლაფ­რის გამო რაც გა­მო­ვი­ა­რე, აწი არა­სო­დეს გა­ვი­კე­თებ მსგავს რა­მეს. არც ფი­ლერს, რად­გან მა­საც აქვს ბევ­რი რის­კი და ნე­გა­ტი­უ­რი მხა­რე, რო­გორც ექი­მებ­მა მი­თხრეს”, – ამ­ბობს ეკა ყუ­ში­ტაშ­ვი­ლი.


მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს

როგორ ქრებიან ათონის მთიდან წმიდა მამები და ვინ იყვნენ უხილავი ბერები, რომელთა კვალს ვერასდროს პოულობდნენ როგორ ქრებიან ათონის მთიდან წმიდა
ათო­ნის მთა­ზე ბევ­რი მო­ნას­ტე­რია, მათ შო­რის ბერ­ძნუ­ლი, რუ­სუ­ლი, ბულ­გა­რუ­ლი, სერ­ბუ­ლი, რუ­მი­ნუ­ლი, არის სკი­ტი, სე­ნა­კი და კა­ლი­ვი
"სააკაშვილი უკიდეგანო პრივილეგიებს ებრძოდა... ამიტომაც ვადევნებთ თვალს მიმდინარე პროცესებს" - როგორ ეხმაურებიან აფხაზები სააკაშვილის გარშემო მიმდინარე მოვლენებს? "სააკაშვილი უკიდეგანო პრივილეგიებს
"ჩვენ­თვის სა­ა­კაშ­ვი­ლი და სა­ქარ­თვე­ლო სა­ინ­ტე­რე­სო აღარ არის..." - ასე ეხ­მა­უ­რე­ბა აფხა­ზე­თის მო­სახ­ლე­ო­ბის ერთი ნა­წი­ლი
"ერთი ვაკელის დაკეტილ აგარაკზე იმალებოდნენ... ჭელიძემ გაქცევა სცადა, მაგრამ..." - ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულების დაკავების დეტალები "ერთი ვაკელის დაკეტილ აგარაკზე
დღეს სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა 22 წლის ნიკა კვა­რა­ცხე­ლი­ას მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი და მი­მალ­ვა­ში მყო­ფი აკო ჭე­ლი­ძე და გი­ორ­გი კა­ვი­ლა­ძე
ამაღამ ახალმთვარეობაა სასწორში - რა ტენდენციები გააქტიურდება ცაზე და რისთვის უნდა მოემზადონ ზოდიაქოს ნიშნები ამაღამ ახალმთვარეობაა სასწორში - რა
ახა­ლი მთვა­რის თვის და­წყე­ბას ვე­ლო­დე­ბით 6 ოქ­ტომ­ბერს 15:05-ზე სას­წო­რის მე­თო­თხმე­ტე გრა­დუს­ში. ეს არის ახალმთავ­რე­ო­ბა - მზი­სა და
„პირველი 27 სექტემბერი მოდის უშენოდ სოფ… რა მძიმეა ეს ყველაფერი“ - ნინო შუბლაძე გარდაცვლილ დაზე წერს „პირველი 27 სექტემბერი მოდის უშენოდ
ჟურ­ნა­ლის­ტი ნინო შუბლაძე კოვიდით გარდაცვლილ დას სოციალური ქსელით პოსტს უძღვნის. „პირველი 27 სექტემბერი მოდის უშენოდ სოფ. რა მძიმეა ეს
1 თვის კოვიდინფიცირებული, რომელმაც 2 კვირა რეანიმაციაში გაატარა, სრულად გამოჯანმრთელდა 1 თვის კოვიდინფიცირებული, რომელმაც 2
ვატო 8 აგ­ვის­ტოს და­ი­ბა­და, ნა­ად­რე­ვად, წო­ნის დე­ფი­ცი­ტით... და­ბა­დე­ბის­თა­ნა­ვე და­ის­ვა ბაქ­ტე­რი­უ­ლი სეფ­სი­სის დი­აგ­ნო­ზი.
Прокомментировать
reload, if the code cannot be seen