название

“დაბრუნება არ გვიწერია, ჩვენ საქართველომ უკვე დაგვკარგა…” – ნახეთ რას ამბობს ემიგრაციიდან სამშვილიანი დედა

“დაბრუნება არ გვიწერია, ჩვენ საქართველომ უკვე დაგვკარგა…” – ნახეთ რას ამბობს ემიგრაციიდან სამშვილიანი დედა
სხვა 24.11.2021 1 572

“დაბრუნება არ გვიწერია, ჩვენ საქართველომ უკვე დაგვკარგა…” – ნახეთ რას ამბობს ემიგრაციიდან სამშვილიანი დედა

– დე, ჩემში რას შეცვლიდი, რა მოგწონს ჩემს ხასიათში, როგორი გინდა ვიყო?
– არაფერს არ შევცვლიდი დე, შენ ყველაზე საყვარელი გოგო ხარ. ტკბილი, მშვიდი ხასიათი მომწონს შენი, თვალები, ყველაფერი… ჯანმრთელი მინდა იყო, სკოლაში რომ კარგად ისწავლო…
ეს ლალი მოცრაძის და მისი 5 წლის შვილის დიალოგია. 33 წლის ლალის სამი შვილი ჰყავს – 6, 5, და 14 წლის გოგოები. ლალი ემიგრანტია. ორი წელია, რაც იტალიის პროვინცია ლეჩეში ცხოვრობს. მის პატარა ქალაქში ქართველები არ არიან. მეგობრობს იტალიურ ოჯახებთან, ვისთანაც ამ ორი წლის განმავლობაში მუშაობდა.
ლალი მოცრაძე, 33 წლის, ემიგრანტი, სამი შვილის დედა:

საშინელი სამუშაო პირობები მაქვს. ვმუშაობ მინიმალურ ხელფასზე, აქ ცხოვრება ჯოჯოხეთია. ცხოვრება ყველაფრის გარეშე. მე ვარ ადამიანი, ვისაც აქვს ყველაფერი, მაგრამ თან არაფერი: მყავს საუკეთესო ოჯახი, საუკეთესო მეუღლე, საუკეთესო შვილები, მაგრამ არ მაქვს არაფერი, ყველა შორსაა.

18 ოქტომბერს ორი წელი გახდა, რაც წამოვედი. მახსოვს, როგორ ველოდებოდი ფრენას. ვუყურებდი ქუთაისს და ვგრძნობდი, რომ ვტოვებდი ჩემს გულს, სულს, ყველაფერს.

მე აქ მხოლოდ სხეული ვარ, რობოტად ქცეული. არაფერი მახარებს, არაფერი მიხალისებს ცხოვრებას.

ქართველები ამაყები ვართ, დავდივართ თავაწეულები, ამ დროს იმდენი დამცირების ატანა მიწევს… მაგრამ რას ვიზამთ, არ მაძლევს საქართველო ჩემს შვილებთან ყოფნის საშუალებას.

ხშირად ამბობენ ხოლმე – „შვილებს გადაჩვეული დედები“. გულზე მხვდება. რამდენჯერ გამღვიძებია და ბალიში გალუმპული დამხვედრია. ჩემი შვილი მესიზმრება ყოველ ღამე, 3 წლისაც არ იყო, რომ დავტოვე. ვერც ვიგებ როგორ და როდის ვტირი ღამით, სიზმარში.

ნუთუ სჯობდა, რომ ჩემი შვილები აღმოჩენილიყვნენ ფეისბუქპოსტებზე, როცა ღარიბი პატარებისთვის აგროვებენ სამოსს, საკვებს. ამისთვის ვარ წამოსული. მინდა ასეთი ბედი ავარიდო ბავშვებს.

დღეს ემიგრანტებით სულდგმულობს საქართველო. საქართველოში დარჩენილ ოჯახებს აქ დარჩენილი შვილები, დედები, ცოლები არჩენენ.

იტალიაში წამოსვლის უმთავრესი მიზეზი ჩემი სუსტი ჯანმრთელობის შვილი იყო. უკიდურეს გაჭირვებაში ვიყავით, მეუღლე ვერ მუშაობდა. ბავშვის წამლის ფული გამოგვქონდა ბანკიდან. ერთ ბანკს როცა ვერ ვიხდიდი, მეორედან გამომქონდა, მერე მესამეში გადავდიოდი და ასე… ერთის პროცენტს მეორე ბანკით ვფარავდი, ვეფლობოდი ვალების ჭაობში.

არ იყო არანაირი გამოსავალი. სამი შვილი მყავს. ორი დედამთილთან და ქმართანაა, მესამე – დედაჩემთან. გადავანაწილეთ ბავშვები. სამდურავი არაფერი მაქვს, ოჯახი ძალიან მიწყობს ხელს, ბავშვებს უვლიან ძალიან კარგად ჩემი დედამთილი და დედა, მეუღლეც.

ბედუკუღმართობაა, რომ არ ვარ ჩემს შვილებთან, მინდა უმცროსს დავეხმარო დილას ჩაცმაში, ბაღში წასვლაში…

33 წლის ვარ. 31-ის აქ გავხდი. შევეგუე ბედს, რომ ჩემი შვილების მომავლისთვის ასე სჯობს. უმჯობესი იქნებოდა არ დამეტოვებინა, მაგრამ არ იყო სხვა გამოსავალი.

ქვეყანაში, სადაც 25 ლარი ღირს 5 ლიტრი ზეთი და ჩემი ქმარი თვეში გამოიმუშავებს 500 ლარს… ბანკი გადავიხადო, შვილები გამოვკვებო, ვასწავლო მათ ამ 500 ლარით თუ რა გავაკეთო? არ მინდოდა ჩემი მეუღლე იძულებული გამხდარიყო გაჭირვებისგან ცუდ გზას დადგომოდა. ათასი ფიქრი და შიშია.

იტალიაში მუშაობა ჩვენთვის ციხეში ცხოვრებაა. ციხეში უბორკილოდ ცხოვრება, რასაც დასასრული არ აქვს.

რაც აქ ვარ, ღამე შემიყვარდა, უფრო მალე გადის, დღე კი არასდროს სრულდება. ყველაფრის ინტერესის გარეშე ვცხოვრობ.

მალე საბუთს ვაკეთებ და რა თქმა უნდა, ჩამოვალ საქართველოში. მინდა ყველასთვის სიურპრიზად დავბრუნდე სახლში, მინდა ჩემი შვილების თვალებში მოულოდნელი სიხარული დავინახო.

ბედნიერი მაშინ ვიქნები, როცა საქართველოს ჰაერს ჩავისუნთქავ. ხმა მენატრება ქართული. ნეტა მე ვიყო ბოლო ემიგრანტი, ვინც საქართველოდან უცხოეთში სამუშაოდ წამოვა, მაგრამ იმდენი ქალი მოდის აქ… მალე ალბათ საქართველო იქცევა ქვეყნად, სადაც ქალი აღარ დარჩება, დედა აღარ იარსებებს.

იქნებ ჩვენი ემიგრაციით შვილები მაინც დავიცვათ ემიგრაციისგან და სჯობს ვიყოთ მებრძოლი დედები, სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ.

სტუდენტებს უნივერსიტეტებში, ყველას ჰყავს ვინმე ემიგრანტი, ვინც ეხმარება.

დიდი პატივისცემით მეპყრობიან იტალიელები. ყველასთან ვმეგობრობ, მაგრამ მოვალეობა უნდა შეასრულო. თუ თავს დაიცავ და მყარად დგახარ, პატივს გცემენ, გერიდებიან. ვიცავ ჩემს უფლებებს როგორც შემიძლია, მაგრამ აქ მარტო ხარ. სულ მარტო. ვერავის ენდობი. ქართველსაც კი.

შვილების საგაკვეთილო პროცესში აქედან ვერთვები. არასდროს ვსარგებლობ იმით, რომ ემიგრანტი დედა ვარ, თითქოს იქ ვიყო, საქართველოში. პედაგოგი სულ მეუბნება ყოჩაღ, ამას როგორ ახერხებო და მიხარია. ერთ-ერთი მოწინავე მშობელი ვარ, მეც ჩემი შვილების აღზრდა-განათლებაში ვარ ჩართული.

კი, ემიგრანტი დედა ვარ, მაგრამ პასუხს ვაგებ ჩემი შვილების ზრდილობაზე, სწავლა-განათლებაზე, ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ მათთან ახლოს ვიყო. ფიზიკურად ვერა, მაგრამ სულიერად სულ მათთან ვარ.

ვმუშაობ ადამიანთან, რომელსაც აღარაფერი ახსოვს. დიდი ფსიქოლოგიური ბრძოლა მიწევს საკუთარ თავთან. საკუთარ თავს ვნებს ჩემი მოსავლელი მოხუცი, ვდარაჯობ, რომ არაფერი დაიზიანოს. საკუთარი ოთახი კი არა, საწოლიც კი არ მაქვს. ისე კი იდეალურ დალაგებას არავინ მთხოვს, რადგან რთულად მოსავლელი მოხუცი მყავს, ვერ ხედავს, ვერ ლაპარაკობს, ვერც თავისით ჭამს.

მაქვს 12-საათიანი სამუშაო დღე, მაგრამ 24-საათიანი მუშაობა გამომდის. მისი დატოვება ღამითაც არ შემიძლია.

რა ვქნა. ასეთი პირობები შეგვიქმნა ჩვენმა ქვეყანამ. ჩვენ ვართ საქართველოს განწირული შვილები. ვიცით, რომ პრობლემები არასდროს დაილევა. ჩვენ საქართველომ უკვე დაგვკარგა. ჩამოვალთ, მაგრამ როგორც სტუმრები საკუთარ სახლებში. ქართველ ქალებს არ უნდათ ჩამოსვლა, რადგან გვაქვს სტაბილური სამსახური, უზრუნველყოფილი გვყავს შვილები. ჩვენ დაბრუნება არ გვიწერია.


მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს

"მანამ ვერ დავიჯერე რომ მღალატობდნენ, ვიდრე ჩემი ქმარი ჩემ დაქალთან ერთად ქვეყნიდან არ გაიქცა" "მანამ ვერ დავიჯერე რომ
"მანამ ვერ დავიჯერე რომ მღალატობდნენ, ვიდრე ჩემი ქმარი ჩემ დაქალთან ერთად ქვეყნიდან არ გაიქცა"
"სამუშაოდან რომ გამოვედი, ფრჩხილებს დავხედე და საკუთარი თავი შემეცოდაო" - რა ისტორიებს ჰყვება ამერაკაში მცხოვრები ქართველი "სამუშაოდან რომ გამოვედი,
ქალები საქართველოდან"ფარგლებში გამოქვეყნდა ბელა მაღლაფერიძის ისტორია, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: ბელა მაღლაფერიძე, ნიუ იორკი, 34 წლის
"იძულებული ვიყავი, შევრიგებოდი. თან მემუქრებოდა, თან სიყვარულს მეფიცებოდა..." "იძულებული ვიყავი, შევრიგებოდი.
"იძულებული ვიყავი, შევრიგებოდი. თან მემუქრებოდა, თან სიყვარულს მეფიცებოდა..."
"ორი ქმარი მყავს... პირველი არ მანებებს თავს, შენი ქმარი ვარ და ასე მოვკვდებიო" "ორი ქმარი მყავს... პირველი არ
"პირველად ბავშვები ეკრანზე რომ დავინახე, ვერ ვიცანი. სიხარულისგან ვბღაოდი, მერე გული ტკივილმა მომიწურა - შვილები უცხოსავით
"ერთ დღეს გავიგე, რომ ფეხმძიმედ­ ვიყავი, ცხოვრებამ გამოსწორების შანსი მომცა, მაგრამ..." "ერთ დღეს გავიგე, რომ ფეხმძიმედ­
"ერთ დღეს გავიგე, რომ ფეხმძიმედ­ ვიყავი, ცხოვრებამ გამოსწორების შანსი მომცა, მაგრამ..."
Прокомментировать
reload, if the code cannot be seen