название

ძნელია ამ სურათით დაიჯეროთ, რომ ეს ბელა ჰადიდია. არა და ეს ნამდვილად ბელაა რომელიც მისი თქმით დეპრესიაშია

ძნელია ამ სურათით დაიჯეროთ, რომ ეს ბელა ჰადიდია. არა და ეს ნამდვილად ბელაა რომელიც მისი თქმით დეპრესიაშია
სხვა 24.11.2021 236

ძნელია ამ სურათით დაიჯეროთ, რომ ეს ბელა ჰადიდია. არა და ეს ნამდვილად ბელაა რომელიც მისი თქმით დეპრესიაშია

ბელა ჰადიდი ბოლო დროს არ გამოჩენილა პოდიუმზე, რამაც სუპერ მოდელის თაყვანისმცემლების გაოცება და დაინტერესება გამოიწვია, თუმცა საინტერესო და რეალური ინფორმაცია არ გავრცელებულა მანამ, სანამ ბელა ჰადიდმა თავად არ დაწერა სოციალურ ქსელში თავის მდგომარეობაზე.

მისი თქმით, ის ღრმა დეპრესიაშია და "ინსტაგრამის" საკუთარ გვერდზე ატვირთა სურათი, სადაც უმაკიაჟოდაა და ნამტირალევიც ჩანს.

მან ასევე ატვირთა თავისი ბოლო კლიპი, სადაც უილოუ სმიტს ეუბნება, რომ ადამიანებს ახასიათებთ უიმედობა და დგება მათ ცხოვრებაში მომენტი, როცა ისინი თავს ცუდად გრძნობენ.

"მე უილოუმ მითხრა, რომ მასაც ჰქონია ისეთი პერიოდი ცხოვრებაში, როცა აღმასვლას დაღმასვლა მოსდევდა და პირიქით, დაღმასვლას აღმასვლა.
მე ახლა დაღმასვლის პერიოდი მაქვს და იმედია აღმასვლის პერიოდიც დადგება...

სოციალური ქსელები არარეალურია, მათთვის ვინც იბრძვის, დამიჯერეთ ეს ასეა. მთავარია იყვნენ ადამიანები რომლებიც გეტყვიან, რომ თქვენ მარტო არა ხართ...

ფსიქიური განწყობის შცვლა ცუდისაკენ ამერიკულ მთის ატრაქციონს ჰგავს, მასაც აქვს აღმასვლა და დაღმასვლა, მაგრამ ეს ატრაქციონი ბოლოს მაინც ჩერდება, მე ვფიქრრობ და მე ვიბრძვი იმისათვის, რომ დეპრესია დავამარცხო და საზოგადოებას დავუბრუნდე სრულფასოვან ადამიანად" - ასეთ განცხადებას აკეთებს ულამაზეს ქალად აღიარებული ჰადიდი.

ექიმების დახმარებაზე ბელამ უარი განაცხადა. მისი თქმით, მას უნდა, რომ გაიაროს ის გზა, რომელსაც დეპრესიაში მყოფი ადამიანები გადიან. მისი თქმით, ის ახლა "იწვის" და ამ "წვის" შემდეგ აუცილებლად აღსდგება ფენიქსივით, რათა საზოგადოებას ძველ ბელა ჰადიდზე მეტად თავდაჯერებული და ბრწყინვალე სახით დაუბრუნდეს.

"თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ გაიგოთ და განიცადოთ საკუთარი ტკივილი, ასევე სხვისი დახმარების გარეშე ამ ტკივილის გადალახვით გამოწვეული სიხარულის განცდაც დიდებული რამეა".

გამოჯანმრთელება ვუსურვოთ ბელა ჰადიდს და გამარჯვება დეპრესიასთან ბრძოლაში.

მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს

"მანამ ვერ დავიჯერე რომ მღალატობდნენ, ვიდრე ჩემი ქმარი ჩემ დაქალთან ერთად ქვეყნიდან არ გაიქცა" "მანამ ვერ დავიჯერე რომ
"მანამ ვერ დავიჯერე რომ მღალატობდნენ, ვიდრე ჩემი ქმარი ჩემ დაქალთან ერთად ქვეყნიდან არ გაიქცა"
"სამუშაოდან რომ გამოვედი, ფრჩხილებს დავხედე და საკუთარი თავი შემეცოდაო" - რა ისტორიებს ჰყვება ამერაკაში მცხოვრები ქართველი "სამუშაოდან რომ გამოვედი,
ქალები საქართველოდან"ფარგლებში გამოქვეყნდა ბელა მაღლაფერიძის ისტორია, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: ბელა მაღლაფერიძე, ნიუ იორკი, 34 წლის
აირჩიეთ კარტი და ნახეთ, რას უნდა ელოდოთ უახლოეს მომავალში ჯერ დაწერეთ და შემდეგ ნახეთ აირჩიეთ კარტი და ნახეთ, რას უნდა ელოდოთ
რომელი კარტი გიყურებთ? თქვენ შეიძლება ციფრი მოგესმათ ან ერთ-ერთი კარტი განსხვავებულად დაინახოთ. თქვენს ინტუიციას ენდეთ და წაიკითხეთ, თუ უახლოესი 1
"ქმარი არც კი მეკითხება, რატომ არ ავმდგარვარ 5 დღეა საწოლიდან... შვილებსაც აღარ ვაქცევ ყურადღებას, საძილე აბებს ვსვამ და ვითიშები..." - როცა ქალი ქმარს განქორწინებისთვის ვერ იმეტებს და შვილები ზარალდებიან "ქმარი არც კი მეკითხება, რატომ არ
დაზუსტებით ვერ ვიტყვით, როდის გაჩნდა აზარტული თამაშები, თუმცა ითვლება, რომ ისინი სხვადასხვა ფორმით ადამიანის არსებობის ყველა ეტაპზე არსებობდა.

Прокомментировать
reload, if the code cannot be seen